უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კონიაკის ნომერ პირველ ბრენდად აღიარებული Hennessy კალათბურთის ეროვნული ასოციაციის (NBA) გლობალურ პარტნიორად მოგვევლინა. „NBA-ის ოფიციალურ სულად“ წოდებული სასმელების მწარმოებელი კი აქტიურად ასრულებს თავის მისიას — პოპულარიზაციას უწევს ამ მუდმივად განვითარებადი თამაშის კულტურას.
2020 წელს საწყისი პარტნიორობის დაანონსების შემდეგ, Hennessy-მ და NBA-მ გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში მოხიბლეს — აქტივობებით, რომლებიც წარმოაჩენს ორივე ბრენდის გავლენას გლობალურ კულტურაზე.
ეს თანამშრომლობა ორ საკულტო ბრენდს შორის ხაზს უსვამს მათ წვლილს NBA-ის გლობალურ კულტურულ ფენომენში, როგორც საკალათბურთო მოედანზე, ის მის ფარგლებს გარეთ. პარტნიორობას მოაქვს შეთავაზებები და გამოცდილება გულშემატკივრებისა და საზოგადოებებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აერთიანებს მათ თამაშის სიყვარულით. Hennessy-ის ინოვაციურმა ინიციატივამ — Corts Beyond Limits — უპრეცედენტო საკალათბურთო მოედნების არსებობას შეუწყო ხელში აფრიკაში, აზია-წყნარ ოკეანეში, ევროპაში და მათ ფარგლებს გარეთ.
კავშირი კი, რომელიც ამ ორს შორის არსებობს, საკმაოდ აშკარაა — ისინი ერთსა და იმავე სწრაფვას იზიარებენ, რათა მოსალოდნელ ზღვარს გადააბიჯონ; ერთმანეთის მსგავსად სცემენ პატივს წარსულ მემკვიდრეობას და ანალოგიურ ერთგულებას იჩენენ საქმიანობისადმი. სწორედ ეს აქცევს NBA-სა და ჰენესის შესანიშნავ პარტნიორებად. მათ აქვთ უნარი, დიდი გავლენა იქონიონ მსოფლიოზე და მოიცვან საზოგადოების ყველა კულტურული ასპექტი.
„მსგავსი კოლაბორაციები ერთნაირი ღირებულებების გაზიარებას ეფუძნება. ზოგადად, ჰენესიც და თანამედროვე კალათბურთიც ბევრს იბრძვის წინსვლისთვის. ის, რის გაკეთებასაც ორივე ვცდილობთ, ძირითადი ღირებულებების გაძლიერება და მათი მომხმარებლებისთვის მიწოდებაა. NBA-სთან მიმართებით მეტად რომ დავკონკრეტდეთ, ჩვენი პარტნიორობა სტადიონზე არ ჩანს, არამედ იმაში ვიღებთ მონაწილეობას, რაც „თამაშამდე ხდება“. კალათბურთის წამყვან მოთამაშეებთან ვთანამშრომლობთ და უშუალოდ პროდუქტია ჩვენი გადაკვეთა“, — აღნიშნავს Hennesy-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი, ანნე დიალო.
სწორედ ამ მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას უკავშირდება Hennessy X NBA-ის მესამე ლიმიტირებული გამოშვება, რომლის პრეზენტაციაც საქართველოშიც გაიმართება. როგორც ანნე გვიზიარებს, ამასთან დაკავშირებით დიდი ღონისძიება ჩატარდება, რათა კიდევ ერთხელ აღნიშნონ კონიაკისა და სპორტის გადაკვეთის ეს შთამბეჭდავი სინთეზი.
2023 წლის, Hennessy-ისა და NBA-ის პარტნიორობის შედეგად შექმნილი, ახალი ლიმიტირებული გამოშვების შეძენა შესაძლებელია wolt-ზე Moët-Hennessy-ის მაღაზიაში.