in ,

HennessyX.O. -ს ახალი კამპანია – არატრადიციული და თანამედროვე მეთოდებით გადმოცემული  Hennessy-ის ისტორია

დეკემბრის დასაწყისში თბილისს ცნობილი კონიაკის სახლის, Hennessy-ს წარმომადგენელი, ბრენდ ამბასადორი გიომ დე გიტო ესტუმრა. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის HennessyX.O.-ს ახალი კამპანიის გაცნობა იყო. მარკეტერი გიომს  გაესაუბრა საქართველოში სტუმრობის მიზნებსა და HennessyX.O.-ს სარეკლამო კამპანიაზე.

 

https://www.youtube.com/watch?v=u3W8-uUMaKg

M: რა იყო თქვენი საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი?

როგორც  Hennessy-ს სახლის წარმომადგენელი, ჩემი უშუალო მოვალეობაა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და ჩვენ მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდის ისტორიის, თუ ინოვაციების გაზიარება. თბილისში სტუმრობამ საკმაოდ დატვირთულად ჩაიარა: Hennessy X.O საპატიო სტუმრებისათვის გავმართეთ ვახშამი და სადეგუსტაციო სესიები, შევხვდით პრესას და ჩვენ სტუმრებს ბრენდის ახალი კამპანია გავუზიარეთ.

M: მოგვიყევით HennessyX.O. Odyssey-ის ახალი კამპანიის შესახებ.

ეს არის მოგზაურობა, ადამიანის სენსორულ შეგრძნებებზე დაფუძნებული აღმოჩენები. HennessyX.O. კომპლექსური და მრავალფეროვანი სასმელია. როცა კარგი გამყოლი გყავს, უფრო ადვილია გზის გაკვლევა და მოგზაურობისგან მონიჭებული სიამოვნების სრულად გაზიარება. HennessyX.O. Odyssey ამ მიზანს ემსახურება, ეხმარება მომხმარებელს ბოლომდე ჩაუღრმავდეს სასმელის გემოს თუ არომატის სხვადასხვა ტონალობებს. HennessyX.O. -ს 7 მთავარი ნოტი წიგნის თავებივითაა, წიგნის, რომელიც გვიყვება საუკუნენახევრიანი სასმელის ისტორიას (Hennessy X.O 1870 წელს შეიქმნა).

M: ვინ გადაიღო კამპანიასთან დაკავშირებული ახალი ფილმი და რაზეა აქცენტები გაკეთებული ამ კლიპში?

ფილმი ნიკოლას ვინდინგ რეფნმა გადაიღო. ჰენესის სახლმა ეს რეჟისორი პირველ რიგში იმიტომ შეარჩია, რომ მას ძალიან კარგად გამოსდის კონცეპტის სწორად გადმოცემა ვიზუალურად და ემოციურად. ამ ფილმით რეფნი გადმოსცემს X.O-ს ნამდვილ სახეს და მის მახასიათებლებს ხელშესახებს ხდის. X.O-ს შვიდი მახასიათებელი ასოცირებული არის შვიდ ნოტთან, რომელიც მისი შემადგენელი ნაწილია და მის ყოველ წვეთს ოდისეად აქცევს.

M: რა სიახლეებს სთავაზობს უძველესი ფრანგული კონიაკის სახლი მომხმარებელს?

Hennessy ძალიან მოქნილი და მრავალფეროვანი სასმელია. ის მშვენივრად ერწყმის თანამედროვე ტენდენციებს. მაგალითად, კოქტეილების მოხმარება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში და HennessyVery Special-ის საფუძველზე დამზადებული კოქტეილებიც მშვენიერი შემოთავაზებაა კომპანიისგან. სხვათაშორის, Hennessy-ის  ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ამერიკაში აზავებდნენ, -ზუსტად ბრენდიდან (Brendy) დაიწყო კოქტეილების ისტორია.

საქართველოში და არა მარტო, ძალიან გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ კონიაკის გაზავება სხვა სასმელთან, წყალთან, ან თუნდაც ყინულთან მკრეხელობაა. სინამდვილეში, კონიაკს უსასრულო შესაძლებლობები აქვს. მაგალითად: HennessyXO-ს ძალიან უხდება ყინულის დიდი ნატეხი, კოქტეილების და HennessyVery Special-ის ერთობლიობის ამბავი უკვე მოგიყევით, ამავდროულად ვიღაცას მაინც გაურეველი კონიაკი ურჩევნია. ეს რა თქმა უნდა პირადი არჩევანის ამბავია. ზუსტად ამით არის Hennessy განსაკუთრებული, რომ მუდმივად მაღალ ხარისხს და არჩევანის თავისუფლებას სთავაზობს თავის მომხმარებელს.

მაღაზია-სახელოსნო Crafting Corner 23 – მეგობრების მიერ „სანატრელ სივრცედ“ ქცეული იდეა

1click.ge – ონლაინ სესხების ახალი კომპანია