13
ნოე
2017

Hennessy X.O., ლეგენდარული აბრეშუმის გზის გავლით, „უნიკალურ ოდისეას” იწყებს!

13 ნოე 2017

ხვალ, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გამოფენა „Hennessy X.O.-ს ოდისეა აბრეშუმის გზაზე“ იხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება „ჰენესის სახლის“ ისტორიასა და აბრეშუმის გზის პროექტთან დაკავშირებული ექსპოზიცია. ასევე, ქართველი არტისტის, როკო ირემაშვილის ინსტალაცია „წონასწორობა“.

BOG PLUS

 

პრეზენტაცია

კონიაკის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლის, Maison Hennessy-ს აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი პროექტი იმ კულტურული მარშრუტის გაგრძელებაა, რომელმაც საუკუნეების წინ სხვადასხვა ეროვნება და ხელოვნება ერთ ისტორიაში მოაქცია. Hennessy-ს სამშობლოში მიპატიჟებული 7 ხელოვანი კონიაკის წარმოების საიდუმლოებას პირადად გაეცნო, კულტურული თვითმყოფადობის კოდების გაცვლის შედეგად კი შეიქმნა ხელოვნების 7 ნიმუში, რომელიც Hennessy X.O.-ს თავისებური ხედვა და ინტერპრეტაციაა.

აბრეშუმის გზის უნიკალური მარშრუტის არტისტული და კულტურული თავგადასავლის შედეგების პრეზენტაცია 7 ქალაქში გაიმართება, ის  7 ქვეყნის 7 მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც Hennessy X.O.-სთან დაკავშირებულ პირადი მოგზაურობის განცდებს ამ პროექტის საშუალებით გადმოსცემენ: ბურსაკ ბინგოლი (სტამბოლი, თურქეთი), ვიქტორ სირნევი (ბიშკეკი, ყირგიზეთი), რაშად ალაკბაროვი (ბაქო, აზერბაიჯანი), როკო ირემაშვილი (თბილისი, საქართველო), ვიაჩესლავ უსეინოვი (ფერგანა, უზბეკეთი), აშკათ ახმედოვი (ასტანა, ყაზახეთი) და ინ შიუჟენი (პეკინი, ჩინეთი). თითოეული ნამუშევარი საკულტო კონიაკის, Hennessy X.O.-ს „არომატების პალიტრის“ შვიდი ქვეთავიდან ერთ-ერთს ეძღვნება: მწველი ცეცხლი, შოკოლადის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პიკანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები, უსასრულო ექო.

რაც შეეხება როკო ირემაშვილის ნამუშევარს „ეკვილიბრიუმი“, ის ქართველი მხატვრის პერსონალური ოდისეათია შთაგონებული; ინსტალაცია კონიაკში მოგზაურობის და Hennessy X.O.-ს ერთ-ერთი სენსორული თავის – უსასრულო ექოს შთაგონების გაგრძელებაა.

პროექტი  „Hennessy X.O.-ს ოდისეა აბრეშუმის გზაზე“

ორი ათასწლეულის განმავლობაში აბრეშუმის გზა ნივთების, ადათების და კონტაქტების გაცვლის ყველაზე ლაკონური საშუალება იყო. Hennessy-ს ოდისეასადმი მიძღვნილი გამოფენა აზრობრივად ეხმაურება ამ მოულოდნელობებით აღსავსე მარშრუტის იდეოლოგიას და აზავებს სხვადასხვა კულტურებს  Hennessy-ს განვითარების ისტორიულ ჭრილში, 1765 წლიდან. საკულტო კონიაკი Hennessy X.O. ამ წამოწყებით მნახველს ერთდროულად გლობალურ და ავთენტიკურ სამოგზაურო გამოცდილებას სთავაზობს. აბრეშუმის გზის თავგადასავალი, ერთდროულად, ლოკალურიცაა და გლობალურიც („გლოკალური“) – ეს კონცეფცია თანამედროვე არტისტების წარმოსაჩენად შეიქმნა.

Hennessy და  Hennessy X.O. 

საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში დაფუძნებული კომპანია Hennessy თავისი 250-წლიანი ისტორიის განმავლობაში ქმნიდა თავგადასავლებსა და აღმოჩენებზე დაფუძნებულ გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელიც ხუთივე კონტინენტზე ამკვიდრებდა უმთავრეს ფასეულობებს: ეპოქასთან შესაბამისობის განსაკუთრებულ უნარს, ინოვაციის მუდმივ ძიებას და შემოქმედებითობის, მუდმივი განვითარების ერთგულებას. ეს ღირებულებები საკულტო კონიაკის სახლის შექმნას ედო საფუძვლად. რაც შეეხება Hennessy  X.O.-ს,  1870 წელს მორის ჰენესიმ კონიაკის სპირტების იმჟამინდელ დიდოსტატს – ემილ ფილუს სთხოვა, ხანგრძლივად დავარგებული სპირტებისგან განსაკუთრებული კონიაკი შეექმნა, რომელსაც მეგობრების წრეში დააგემოვნებდა. სახელიც შესაბამისი შეირჩა – X.O. (Extra Old) ანუ “განსაკუთრებით ძველი” და ლეგენდასაც ჩაეყარა საფუძველი. როგორც კეთილშობილების და მარადიულობის სიმბოლო, Hennessy X.O.-ს გემო არ შეცვლილა. საქართველოში „ჰენესის” ექსკლუზიური დისტრიბუტორი კომპანიაა  „ჯი დი ალკო”.

განხილვა

ასევე ნახეთ