4
Oct
2019

აბრეშუმის გზის ვახშმის 7 საოცრება Hennessy X.O.-საგან

4 Oct 2019

Hennessy X.O.-მ ლეგენდარულ აბრეშუმის გზაზე დაბრუნება  თბილისში, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლში“ ექსკლუზიური ვახშმით აღნიშნა, რომელიც პროექტს – „ოდისეა აბრეშუმის გზაზე 2.0: Hennessy X.O.-ს“ მიეძღვნა.  Hennessy X.O.-ს მენიუ, რომელიც  სტუმრებს მიშლენის მოწვეულმა ფრანგმა შეფმა ფანი რეიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ თეკუნა გაჩეჩილაძემ წარუდგინეს, მსოფლიოში სახელგანთქმული კონიაკის 7 სადეგუსტაციო ნოტით იყო შთაგონებული: მწველი ცეცხლი, შოკოლადის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პიკანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები და უსასრულო ექო.

 

 

© Gwenn Dubourthoumieu

აბრეშუმის გზა საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა პროდუქტებს, ადამიანებსა და იდეებს. დღეს, Hennessy ტრადიციას აგრძელებს და თანამედროვე სამყაროში დღესასწაულს სიურპრიზებითა და გამორჩეული მოულოდნელობებით ქმნის. „Hennessy X.O.-ს ყველა წვეთი ოდისეაა“ – ამ კონცეფციის თანახმად, 2017 წელს 7 ქვეყნის, 7 თანამედროვე არტისტისა და Hennessy X.O.-თი შთაგონებული მათი 7 ნამუშევრის აღმოსაჩენად შემოქმედებითი მოგზაურობა დაიწყო. 2019 წელს Hennessy X.O. ლეგენდარულ აბრეშუმის გზას უნიკალური გასტრონომიული თავგადასავლისთვის დაუბრუნდა. Le Guide Michelin-ის კურატორობით, 7 შეფ-მზარეული აბრეშუმის გზაზე Hennessy X.O.-ს ოდისეას შეუერთდა მდიდარი და გასაოცარი კულტურული გამოცდილებებისათვის.

საქართველოს უნიკალურობების აღმოჩენაში მიშლენის შეფ-მზარეულ ფანი რეის ქართველი შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე დაეხმარა. Hennessy X.O.-თი შთაგონებულმა მენიუმ ქართული გემოების დახვეწილი შტრიხები შეიძინა: გრილზე მომზადებული ბადრიჯანი, შეზავებული შავი ლიმონით და ნესვით; მწიფე პომიდორი ხმელთაშუა ზღვის წყალმცენარეებითა და შებოლილი როზმარინით.

© Gwenn Dubourthoumieu

ვახშამზე პირველი ძირითადი კერძი იყო  შავი ზღვის მგელთევზა ნიგვზის კროკეტით და ბროწეულის სოუსით, მეორე ძირითად კერძად სტუმრებს  შესთავაზეს ბატკანი კაპერსებით, ლიმონით, ანჩოუსებითა და კონცენტრირებული პიტნის წვენით. ყველის დაფა წარმოდგენილი იყო თხის ყველით ფერმენტირებულ ლეღვთან ერთად. წინა სადესერტო ჩაროზად შეარჩიეს ორბელიანის კაკლუჭა – კარამელიზებული ნიგოზი ოქროს ფურცლით, ბოლო კერძად კი – მერენგი გაყინული ნუგით და მოცვით.

ეს პროექტი უაღრესად გაამდიდრებს ჩვენს გამოცდილებას. ახალი კულტურების, ადამიანების, რეცეპტების, ტრადიციების, გემოების გაცნობა შთაგონების წყაროა. სწორედ ასეთი მოგზაურობები მაძლევს ახალ იდეებს“, – განაცხადა ვახშმის შემდეგ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფმა ფანი რეიმ, – ქართული სამზარეულო ნამდვილად ინტენსიური გემოს სამზარეულოა. საინტერესო, სტრუქტურული გემო უჩვეულო რელიეფით. მიყვარს ასეთი სამზარეულო, ცოცხალი გემოს შეგრძნება. ვგრძნობ, რომ ქართული სამზარეულო და სუფრა უხვია. ის საკუთარ თავში არა მხოლოდ მზადების, არამედ  გაზიარების ტრადიციასაც მოიცავს. სწორედ ეს ქმნის ქვეყნის იდენტობას. სწორედ ეს არის პროფესიონალებისთვის ყველაზე საინტერესო“.

Hennessy- შესახებ

© Gwenn Dubourthoumieu

Maison Hennessy – ჰენესის სახლი 250 წელზე მეტია კონიაკის წარმოებაში უპირობო ლიდერია მსოფლიოში. დამფუძნებლის, რიჩარდ ჰენესის სულისკვეთებით შექმნილი ბრენდი  დღეს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

საფრანგეთში, შარანტას რეგიონის შუაგულში დაფუძნებული Hennessy, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკის მტკიცე ქვაკუთხედია. ჰენესის სახლის წარმატება და ხანგრძლივი ისტორია იმ კონიაკების სრულყოფილებითაა განპირობებული, რომელთაგანაც თითოეული თაობიდან თაობაზე გადაცემის უნიკალური პროცესით იქმნება.

ეს არის  ღვინის და ალკოჰოლური სასმელების პირველი სახლი, რომელიც ISO 14001 სერტიფიკატს ფლობს; Hennessy აერთიანებს ინოვაციის შესაძლებლობებსა და მისი ყველა პარტნიორის მხარდაჭერას, რათა ეს განსაკუთრებული პატივი დაიცვას.

როგორც LVMH ჯგუფის საგანძურს, Hennessy-ს საფრანგეთის საერთაშორისო ვაჭრობაში უდიდესი წვლილი შეაქვს, მისი პროდუქციის 99% ექსპორტზე იყიდება.

© Gwenn Dubourthoumieu

[R]

განხილვა