ფრანგულმა კონიაკის სახლმა “Hennesy”-მა კოლექცია Privilègе-ის ფარგლებში ახალი ლიმიტირებული ბოთლი გამოუშვა.
ბოთლის დიზაინზე ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი პიტერ სევილი მუშაობდა. პიტერ სევილმა კონიაკთან თანამშრომლობამდე Lacoste-სთან ითანამშრომლა და ინგლისის ნაკრებისთვის “ევრო -2012”- ზე სპორტული ტანსაცმლის დიზაინი გააკეთა.
კოლეცია “Privilègе”-ს 2011 წლიდან ყოველწლიურად ახალი ლიმიტირებული ბოთლი ემატება. ამჯერად ბოთლი დაბურულ ყავისფერშია გადაწყვეტილი, რომელიც ბოთლის ბოლოს ოქროსფერში გადადის. ეტიკეტის გაფორმებას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში არაბუნებრივი ფერები ჭარბობს. ბოთლზე დატანილი რელიეფური ლოგო მეტალითაა დაფარული.
ახალი ბოთლის შექმნისას დიზაინერი “Privilègе”-ის სურვილით ხელმძღვანელობდა. მას უნდა შეექმნა ისეთი სასმელის ბოთლი, რომელსაც ნებისმიერი ფორმით და მიზეზით სვამენ.