25
Nov
2014

განსაკუთრებული Hennesy!

25 Nov 2014



ლუქს კლასის ალკოჰოლურმა სასმელმა “Hennesy” “განსაკუთრებული” სასაჩუქრე შეფუთვა “Very Special” გამოუშვა. შეფუთვის დიზაინზე სააგენტო “ButterflyCannon”-მა იზრუნა. ეს ბრენდის და სააგენტოს უკვე მეორე თანამშრომლობაა. სააგენტომ 2014 წლის გაზაფხულს  “Very Special”-ის რედიზიანი გააკეთა.

“ButterflyCannon”-ის კრეატორები “Hennesy”-ის დიზიანის რადიკალურ ცვლილებებს მოერიდნენ და მისი სხვადასხვა დეტალებით შელამაზება გადაწყვიტეს.  ბანტი, რომელიც ლოგოს გვერდითაა მოთავსებული მთლიან შეფუთვაზე გადადის. დიზიანის კონცეფცია თვითონ შეფუთვის შიგთავსზეც უცვლელი დატოვეს. შიგთავსი  სასმელისგან და ორი ჭიქისგან შედგება.

“მნიშვნელოვანი იყო ბრენდის აიდენტიკის შენარჩუნება და ამავდროულად რამოდენიმე მდიდრული და დღესასწაულის შტრიხის დამატება” – ჯონ დევისი  “ButterflyCannon”-ის კრეატიული დირექტორი.

“ჩვენთვის მთავარი იყო იმ სააგენტოს მოძებნა, რომლისთვის ბრენდის ვიზუალის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნებოდა და შეფუთვის დიზიანის შემუშავების დროს ბრენდის ისტორია ხელუხლებელი დარჩენილიყო” – პატრიკ მადენრჯიანი, “Hennesy”-ის საერთაშორისო მენეჯერი.

 

 

Hennessy-Very-Special-Gift (1) Hennessy-Very-Special-Gift (2) Hennessy-Very-Special-Gift (3) Hennessy-Very-Special-Gift (4)

განხილვა