in

ნახატი, როგორც ორგიის პროპაგანდა – ერმიტაჟში ანრი მატისის ტილოს ჩამოხსნას აპირებენ

ფრანგი მხატვრის, ანრი მატისის ნახატი “ცეკვა” ერმიტაჟიდან უნდა ჩამოიხსნას. ჩამოხსნის მიზეზი კი რუსი ექსპერტების კომისიის მიერ ნახატის ორგიის პროპაგანდად აღქმა/ცნობა გახდა.

BOG
BOG

“ცოტა ხნის წინ ერმიტაჟში სრული უზნეობა ვიხილე. განსაკუთრებით, აღმაშფოთა ანრი მატისის ნახატმა, სახელწოდებით “ცეკვა”, რომელშიც ქალები, კაცები ან სულაც ტრანსგენდერი ადამიანები შიშვლები ცეკვავენ და ორგიისთვის ემზადებიან. ჩვენ კი ეს საჯაროდ გამოვფინეთ. ბავშვები ამას ხედავენ – მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ წავიდნენ და ნახონ ერმიტაჟი ან ტრეტიაკოვის გალერეა.. კომისია დაეთანხმა ჩემს არგუმენტებს და ამიტომაც მატისის ტილოს ჩამოხსნას აპირებენ,”ვიტალი მილონოვი, ექსპერთა კომისის უფროსი.

ნახატის შემდგომი ბედი ჯერ კიდევ უცნობია. ნახატი შეიძლება დარჩეს ერმიტაჟის ფონდში ან გაიყიდოს ევროპის ერთ-ერთ სამხატვრო გალერეაში. ვიტალი მილონოვმა პირობა დადო, რომ ზნეობრივ შემოწმებას სხვა სახელმწიფო მუზეუმებშიც ჩაატარებს.

Windfor’s, როგორც Spotlight-ის კვირეულის მასპინძელი და ამბავი ბრენდად ქცეულ თავშესაფარზე

#სადანროგორ: ღონისძიებები 13-14 დეკემბერი