in

როგორ შეცვალა ჰენრიეტა ლაკსის უკვდავმა უჯრედებმა მედიცინა?

ჰენრიეტა ლაკსის ე. წ. უკვდავი უჯრედები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო რამ არის მედიცინაში, რომელიც პოლიომიელიტის ვაქცინისთვისაც გამოიყენება, კლონირებისა და გენეტიკური რუკების შესაქმნელადაც. მაგრამ ამის უკან ქალის ტრაგიკული ისტორია იმალება… უჯრედები უნებართვოდ აიღეს და მის ოჯახსაც არასდროს უსარგებლია ამით. ეს ამბავი 1951 წელს მოხდა და მხოლოდ ამ კვირაში მიაღწია ლაკსის ოჯახმა უჯრედების კომერციულ გამოყენებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას!

M2
M2

მაგრამ საერთოდ რატომ გახდა ეს დავის საგანი? აქ ჰენრიეტაზე მოგიყვებით, 5 შვილის დედაზე, რომელიც 31 წლის ასაკში, 1951 წლის 4 ოქტომბერს საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაიცვალა. სანამ იგი ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფოში მკურნალობდა, მისი სხეულიდან საშვილოსნოს ყელის ორი ნიმუში ამოიღეს, ჯანმრთელი და დაავადებული უჯრედი, რის შესახებაც არც არაფერი იცოდა და, შესაბამისად, არც არავის უკითხავს რამე.

ეს უჯრედები ექიმ ჯორჯ ოტო გეის გადაეცა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათი დახმარებით ისეთი რამის გაკეთება შეეძლოთ ადამიანის უჯრედებისთვის, რაც კაცობრიობას არასდროს ენახა — შეენარჩუნებინათ ცოცხლად და გაეზარდათ უსასრულო ვადით. მანამდე კი მსგავსი უჯრედები ლაბორატორიაში მხოლოდ რამდენიმე დღე თუ ცოცხლობდა…

ჯორჯმა ერთი კონკრეტული უჯრედის იზოლირება შეძლო და პირველი უკვდავი უჯრედის ხაზი შემოგვთავაზა, რასაც HeLa-ც უწოდა, ჰენრიეტა ლაკსის პატივსაცემად. ამის შემდგომ მრავალ სამედიცინო კვლევაშიც გამოიყენეს და ასე დიდი ნაბიჯებიც გადადგეს მედიცინაში. სწორედ მათი დახმარებით ცდიან ტოქსინებს, ვირუსებსა და რადიაციას, გზავნიან კოსმოსში და ამრავლებენ უსასრულოდ. 

მხოლოდ 2014 წლის მონაცემებით, მეცნიერებმა დაახლოებით 20 ტონა HeLa უჯრედი გაზარდეს და თითქმის 11 000 პაციენტიც ჰყავდათ, რომლებიც ამ უჯრედს ფლობდნენ. ხოლო 2010 წელს უჯრედების ერთი ტუბი დაახლოებით 260 დოლარად იყიდებოდა. ფარმაცევტული კომპანიები კი გამდიდრდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჰენრიეტას ოჯახს ამისგან ფინანსური სარგებელი არ მიუღია.

ჟურნალისტმა რებეკა სკლუტმა ბესტსელერი Immortal Life of Henrietta Lacks-იც კი დაწერა 2010 წელს, რომლის წაკითხვის შემდგომ, ექიმმა როლანდ პატილომ ქვა დაამზადებინა მისი „უსახელოდ მყოფი“ საფლავისთვის. ქვაზე, რომელიც წიგნის ფორმისაა, ვკითხულობთ:

რა უნდა იცოდეთ Threads-ზე, რომ გამოიყენოთ ის მარკეტინგული აქტივობისთვის

AI მაღვიძარა, რომელიც პერსონალიზებულ ამბებს მოგიყვებათ