in

უკვე გასინჯეთ Henry’s Kitchen-ის სასარგებლო გემოები ქილაში?

მსოფლიოში დაკონსერვებული პროდუქტების კატეგორია წლიდან წლამდე იზრდება. ეს განპირობებულია დასაქმებული პოპულაციის ზრდითა და დროის სიმცირით, ადამიანებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ კერძების მოსამზადებლად, ამგვარად მზა ან მარტივად მოსამზადებელ საკვებ პროდუქტზე მოთხოვნა სულ უფრო მაღალია.

ამასთან, მომხმარებელი აქცევს ყურადღებას პროდუქტის ჯანსაღ მახასიათებლებსა და შემცველობას. იზრდება პროტეინით მდიდარ და ვიტამინებით გაჯერებულ საკვებზე მოთხოვნაც.

დღეს სასარგებლო პროდუქტები ქილაში სწორედ რომ თანამედროვე მსოფლიო კონსერვაციის ბაზარზე მთავარი ზრდის განმაპირობებელია.

საბედნიეროდ, საქართველოში ძალიან კარგად არის დამკვიდებული Henry’s Kitchen-ის თინუსი ქილაში, რომელიც მრავალი წელია, ჩვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილია. Henry’s Kitchen ერთ-ერთი პირველი ბრენდია ბაზარზე, რომელმაც დაიწყო ჯანსაღი, დაკონსერვებული პროდუქტის სეგმენტის განვითარება და დღესაც წარმატებით აგრძელებს სიახლეების დამატებას.

ამჟამად ბრენდმა სრულიად ახალი, სასარგებლო და, რაც მთავარია, ჯანსაღი პროდუქტი შემოგვთავაზა – ეს არის ინდაურის ხორცის ქილა.

ზოგადად, ინდაურის ხორცი რომ დიეტური, ვიტამინებით გაჯერებული და სასარგებლო პროდუქტია, ყველას კარგად მოგვეხსენება. Henry’s Kitchen-ის მთავარი მიზანიც სწორედ ამ სასარგებლო და გემოვნული თვისებების შენარჩუნებაა. ქილაში პროდუქტი დაცულია მზის სხივებისა და ჰაერის მოხვედრისგან, სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით კი შენარჩუნებულია პროდუქტის ბუნებრივი ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა. პროდუქტი საუკეთესოა სალათის, პასტის ან სენდვიჩის მოსამზადებლად, ამასთან გურმანები მისგან საუცხოო კერძებსაც ამზადებენ.

აღსანიშნავია რომ Henry’s Kitchen-ის ინდაურის ხორცი მარტივად გამოიყენება როგორც კერძებში, ისე უგემრიელესია ცალკე მისართმევადაც. პროდუქტის რბილი, დაბალანსებული გემო ერთნაირად მოსაწონი და სასარგებლოა როგორც საქმიანი ადამიანებისთვის, ასევე დიასახლისებისა და გურმანებისთვის. ამას ხელს უწყობს მრავალფეროვანი ასროტიმენტიც, ამჟამად Henry’s Kitchen-ის ინდაურის ხორცის 4 სახეობაა ხელმისაწვდომი:

  • მოთუშული ინდაურის ხორცი
  • ინდაურის მკერდი ზეითუნის ზეთში
  • ინდაურის პაშტეტი
  • შემწვარი ინდაურის ხორცი

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სახეობას აარჩევთ, ან რომელი კერძის მომზადებას გადაწყვეტთ, Henry’s Kitchen – ის ბრენდთან ერთად ეს ყოველთვის გამოგივათ ძალიან სწრაფად, გემრიელად და რაც მთავარია მიიღებთ სასარგებლო და ჯანსაღ კერძს.

ვიდეორგოლზე სააგენტო CONTACTმა იმუშავა.

[R]

ხმოვანი ლოგოს მნიშვნელობა Cadbury-ის მაგალითზე

სპეციალური შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“