in

მოამზადეთ სადილი Henry’s Kitchen-თან ერთად და მიჰყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს

ამ სტატიის კითხვა უფრო საინტერესო და სახალისო რომ გახდეს, მოდი, ერთად დავიწყოთ ჯანსაღი სალათის მომზადება. 

ინგრედიენტები:

  • სალათის ფურცლები
  • კიტრი
  • პომიდორი
  • მწვანე ხახვი
  • და…რაღაც, რაც ამ ჩვეულებრივ სალათს განსხვავებულსა და გემრიელს გახდის. თუ იდეები ამოგეწურათ, ჩვენ Henry’s Kitchen-ის თინუსის ქილას გირჩევთ. 

თუ ახლა ის გაიფიქრეთ, რომ დაკონსერვებული პროდუქტი არ შეიძლება იყოს ჯანსაღი, დაგასწრებთ და გეტყვით, რომ ეს ასე არ არის. მსოფლიო ბაზარი დიდ ყურადღებას უთმობს დაკონსერვებულ პროდუქტებს და მათი მწარმოებლებისგან აქტიურად ითხოვს, რომ ქილაში სასარგებლო თვისებები აუცილებლად უნდა იქნეს შენარჩუნებული. ბრენდი Henry’s Kitchen სწორედ ამ მიმართულებას მიჰყვება, მისი პროდუქცია საქართველოში 2015 წლიდან პოზიციონირებს.

მთავარი გზავნილი და კომუნიკაცია, რომლითაც ბრენდი არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელს ესაუბრება, არის #სასარგებლოგემოებიქილაში. შეიძლება ითქვას, რომ Henry’s Kitchen ერთ-ერთი პირველი ბრენდია საქართველოში, რომელიც ასეთ აქტიურ კომუნიკაციას აკეთებს დაკონსერვებული პროდუქტისა და მისი სიჯანსაღის შესახებ. ბრენდი ხშირად გვიზიარებს რჩევებს, სპეციალისტთა კონსულტაციებს იმის თაობაზე, თუ როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად და როგორ ჩავრთოთ ამ ჯანსაღ რაციონში მისი პროდუქტი, რომელიც ხასიათდება ორი ძირითადი ეპითეტით: სასარგებლო და გემრიელი. 

აქვე გეტყვით, რომ მის მენიუში შედის როგორც ყველასთვის საყვარელი თევზი, თინუსი, ისე ინდაურის ხორცის ქილები, თუმცა ინდაურზე ცოტა ხნის წინ უკვე მოგიყევით, ამიტომ დღეს ბრენდის თინუსის პროდუქციაზე ვისაუბრებთ.

ამ ეტაპზე Henry’s Kitchen თინუსის სამი ვარიანტით არის წარმოდგენილი. ესენია: თინუსი ზეითუნის ზეთში (ახალი პროდუქტი), თინუსი ზეთში და წყალში. პროდუქტი ქილებში დაჭრილი სახითაა მოთავსებული. კომპანია ზრუნავს იმაზე, რომ თითოეული ეს ქილა იყოს სასარგებლო, მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი, რაშიც თავად დარწმუნდებით, როცა გასინჯავთ. 

მაინც რით არის სასარგებლო Henry’s Kitchen-ის თინუსის ქილა

Henry’s Kitchen-ის თინუსის ყოველი სახეობა ვიტამინებით არის გაჯერებული. ის შეიცავს: ომეგა 3-ს, კალიუმს, რკინას, სელენს, ვიტამინებს B და D. თითოეული მათგანი დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. მაგალითად, B ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და კანის გაჯანსაღებას, ხოლო D ვიტამინი აძლიერებს ძვლებს და ეხმარება ტვინს უკეთ ფუნქციონირებაში. რაც შეეხება მაგნიუმსა და სელენს, ისინი ორგანიზმს ენერგიის მომატებასა და განწყობის ამაღლებაში უწყობს ხელს. 

ალბათ იცით, რომ ბავშვებს პედიატრები ხშირად უნიშნავენ თევზს. Henry’s Kitchen გვეუბნება, რომ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი შვილების კვება მათი თინუსის კონსერვებს მივანდოთ. მასში არსებული ომეგა 3 დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე და სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს.

ცხოვრების გადატვირთულ რეჟიმში რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? დავზოგოთ დრო და ვიყოთ ჯანმრთელები. Henry’s Kitchen-თან ერთად სავსებით შესაძლებელი ხდება ამ ორი პუნქტის შესრულება, რადგან სადილის მომზადებას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება, ხოლო სადილი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანსაღი ელემენტებით გაჯერებულიც იქნება. 

[R]

ახალი ელექტრო ჭურჭელი საკვებს მარილის გემოს მიანიჭებს

საუკეთესო მენეჯერები ლიდერები არიან — და პირიქით