Hera nei Campi — ეს არის ბრენდი, რომელიც ბრინჯის კულტურას 200 წლის შემდეგ აბრუნებ სამხრეთ იტალიაში. თანაც ტექნოლოგიური რევოლუციის საფუძველზე, სრულიად ახალი სახეობა შეიმუშავეს: მაგნუმის ბრინჯი. თუმცა ამჯერად მხოლოდ ბრენდინგის ნაწილზე ვისაუბრებთ — ეტიკეტსა და შეფუთვის დიზაინზე.
როგორც თავად განმარტავენ, შეფუთვის კონცეფცია მჭიდრო კავშირშია იმ გეოგრაფიულ არეალთან, სადაც ბრინჯო იზრდება. უფრო კონკრეტულად, პიანა დელ სელე ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ტერიტორიაა სამხრეთ იტალიაში, რომელიც უძველეს ქალაქ პაესტუმის მახლობლად მდებარეობს.
„შეფუთვის დიზაინში მთავარია ის ურთიერთქმედება, რომელიც მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ყუთთან: ერთ წერტილში დაჭერით ყუთი იხსნება და ჩნდება ბრინჯის ქილა. ამფორის მსგავსად ინახავს რაღაც უნიკალურს, ძვირფასს“. რაც შეეხება ეტიკეტს, დახვეწილ ილუსტრაციებთან ერთად, აქ მოცემულია ლეგენდა ჰერაზე — ოლიმპოს ქალღმერთზე, რომელიც ადამიანებთან ჩამოვიდა და ბრინჯის თესლი მისცა.