“აქ.ახლა – თიბისის ახალი გზავნილია. ესაა ჩვენი კომპანიის მისიისა და ხედვის გამოძახილი, რომელიც ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს.”
/ნინო ეგაძე, თიბისი ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი/
აქ.ახლა ქართულ ონლაინ სივრცეში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. პლატფორმის ბრენდინგზე სააგენტო WINDFOR’S-მა იმუშავა.
ბრიფი
“ჩვენი დავალება იყო თიბისისთვის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ბრენდის სწორად პოზიციონირებას. გვინდოდა ხაზი გაგვესვა, რომ ეს არის ბრენდი, რომელიც უბიძგებს და ეხმარება ადამიანებს გააკეთონ ახალი აღმოჩენები – მხარს უჭერს მათ, მიაღწიონ დასახულ მიზნებს და ხდება წარმატების თანამონაწილე,” – გვიამბო WINDFOR’S-ის უფროსმა კოპირაიტერმა ირინა საყვარელიძემ.
გადაწყვეტა
“აქ.ახლა – სლოგანი, ის აღმოჩენაა, რომლისკენაც ორგანულად მივედით. ეს არის კონცეპტუალური და ვიზუალური სიმბოლო, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ბრენდის სათქმელს. ერთროულად ხაზს უსვამს ქვეყნის პოტენციალს, რადგან ამბობს, რომ აქ – საქართველოში, საუკეთესო დროა ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად და რომ ახლა, შეგიძლია წარმატებას და დასახულ მიზნებს მიაღწიო, ამაში კი სწორედ ბრენდი გეხმარება.”
ბრენდის კონცეფცია
“კომუნკაციის ახალი სლოგანიც აქ.ახლა – როგორც კონცეპტუალურად, ასევე ვიზუალურად მოიაზრებს რომ აწმყო არის საუკეთესო დრო ახალი აღმოჩენებისთვის. თიბისი მხარს გიჭერს და გეხმარება, გიხმობს აღმოჩენებისკენ: მოგზაურობა აქ და ახლა იწყება. ვიზუალურ გაშლაში სლოგანი, როგორც მთავარი სიმბოლო, იდეურ დატვირთვას კიდევ უფრო აძლიერებს. ხოლო გამოყენებული გრაფიკული ხაზები, სწორედ ამ ორ მნიშვნელოვან სიტყვაში მოქცეულ არაერთ კონცეფციას გამოხატავს.”
Credits:
Windfor’s x TBC – თიბისი
Creative Chairman: Vato Kavtaradze
Creative Director: Bibi Asatiani
Executive Creative Directors: Nino Gordeladze, Beqa Meparishvili
Senior Copywriter: Irina Sakvarelidze
Creative Copywriter: Sophie Ivanishvili
Art Director: Teona Shelia, Masho Nartkoshvili
Senior art Director: Mari Sukhishvili
Client service director: Davit Mezvrishvili
Account manager: Mariam Gogodze
Strategic Planner: Mariam Chkhaidze
Head of Design: Natia Kvaratskhelia
Graphic Designers: Masho Nartkoshvili, Meko Chikadze
Typography Design: Sergio Titenkov