in

“მეც სახლში ვარ.. შენც სახლში ხარ.. დედამიწაც შესულა სახლში..” – აქ.ახლა თიბისი

აქ და ახლა თიბისის ახალი რგოლი გამოჩნდა,  “მეც სახლში ვარ.. შენც სახლში ხარ.. დედამიწაც შესულა სახლში..” -ბესიკ ხარანაულის ამ ლექსით ჩვენს სახლში ყოფნაზე გვიყვება. რაც მთავარია, ამ ვიდეორგოლის მიღმა თიბისის ახალი კამპანია იმალება.

მარკეტერი თიბისი ჯგუფის მარკეტინგის დირექტორს, ნინო ეგაძეს ესაუბრა:

“აქ.ახლა – თიბისის ახალი გზავნილია. ესაა ჩვენი კომპანიის მისიისა და ხედვის გამოძახილი, რომელიც ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს. თავისი შინაარსით, აქ და ახლა ჩვენი ბიზნეს ხედვა და ფილოსოფიაა და არსებულ სიტუაციაში მაქსიმალური შესაძლებლობების დანახვის საშუალებას იძლევა. “აქ და ახლა” პროდუქტებისა და სერვისების კუთხითაც ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ.
საკომუნიკაციო სტრატეგია რამდენიმე თვის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო სააგენტოებთან ერთად მუშავდებოდა, საბოლოო სახე ამ წლის დასაწყისში მიეცა და დიდი დრო დაეთმო მისი მომხმარებლებთან და ბიზნეს მიმართულებებთან გატესტვას. ძალიან საინტერესო იყო ადამიანების აზრები ამ სიტყვების გარშემო – ფაქტია, ყველას თავისი აქ და ახლა აქვს. აქ და ახლა ძალიან ქმედითი და ძალიან პირადია ყველასთვის.
ბოლო თვეებმა დაგვანახა, რომ არსებობს მხოლოდ აქ და ახლა და უნდა დავაფასოთ დრო, გარემო, ადამიანები და ყველა შესაძლებლობა, რაც ჩვენს გარშემოა.
“ვიდეორგოლი შეიქმნა მაშინ, როცა ყველა სახლებში ვიყავით. შევეცადეთ გადმოგვეცა სამყარო ისეთი, როგორიც ამ ახალმა “ფორმატმა” დაგვანახა. უკვე არსებული დოკუმენტური მასალა გამოვიყენეთ, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო, ასევე მივეცით დავალება სხვადასხვა არტისტსა და ფოტოგრაფს, რომ აქ და ახლა დაეფიქსირებინათ ის, რაც მათ გარშემო ხდებოდა. ლექსიც “აქ და ახლა” შეიქმნა ბესიკ ხარანაულის მიერ – ვთხოვეთ მას, რომ ლექსის საშუალებით მოეყოლა, თუ რას გრძნობდა და ფიქრობდა, სწორედ ეს ლექსი გახდა მთელი ამ ვიდეოკოლაჟის ინსპირაცია.”

ვიდეოზე საკომუნიკაციო სააგენტო Windfor’s-მა იმუშავა.

კრედიტები:

Creative Chairman: Vato Kavtaradze
Creative Director: Bibi Asatiani
Executive Creative Directors: Nino Gordeladze, Beqa Meparishvili
Senior Copywriter: Irina Sakvarelidze
Art Director: Teona Shelia
Senior art Director: Mari sukhishvili
Account manager: Mariam Gogodze
Head of Design: Natia Kvaratskhelia
Graphic Designers: Masho Nartkoshvili, Meko Chikadze, Sergo Titenkov
Executive Producer: Natia Nikoleishvili
DOP: Tato Kotetishvili
2nd Camera: Anastasia Paichadze
Production Manager: Giorgi Kvachadze
Boomer: Tengo Mandzulashvili
SFX: Soso Gvasalia
Editor: Goga Tsikolia
Color Grading: Goga Tsikolia
VFX: Irakli Zurabishvili, Mirian Qoqiashvili
Sound Director: Paata “Godfather” Godziashvili
Special Thanks: Archil Gelovani,Tika Bregvadze, Eka Kardava, Nina Gvazava, Ika Bolkvadze, Davit Tchrikishvili, Khatuna Khundadze, Ana Machaidze, Irakli Chkheidze, Givi Vachnadze

Glovo ღამის ეკონომიკის სადარაჯოზე ბრუნდება!

Wolt – კვლავ ღამის 3 საათამდე!