in

HERIO – სახლის დინამიკი, რომელიც საქართველოში შეიქმნა

გაგაცნობთ HERIO-ს – სახლში მოხმარების დინამიკს. მისი ხმის ინჟინერია ადგილობრივმა გუნდმა შეიმუშავა, ხოლო ბრენდის პირველი მოდელის, Herio Block-ის დიზაინი Rooms Studio-ში ქართველმა დიზაინერებმა შექმნეს.

სრულყოფის პროცესს სამ წელზე მეტი დრო დაეთმო. ამ პერიოდში Herio-ს ხმის ინჟინრების გუნდი მსოფლიოს წამყვან აკუსტიკურ მომწოდებლებთან თანამშრომლობით ქმნიდა და ავითარებდა დინამიკის უნიკალურ ხმას, რის შედეგადაც შეიქმნა პროდუქტი, რომელიც სრულად შეესაბამება ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს.

Herio Block ბრენდის პირველი მოდელია და ხელმისაწვდომია ორ ზომასა და ორ ფერში: Block Max და Block Standard. დინამიკი დამზადებულია ალუმინის კორპუსით, მუშაობს Bluetooth და AUX კავშირის საშუალებით და ფარავს სიხშირეებს 22 ჰერციდან 23 კილოჰერცამდე.

Herio Block-ის შეზღუდული რაოდენობის ერთეულების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე საქართველოს ბანკის SOLO სივრცეებში.

Instagram
Facebook

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის ფინალისტი ომარ კაკუშაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ

„კავკასიის მედიცინის ცენტრში” კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა