შვეიცარულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Logitech-მა და ამერიკულმა Herman Miller-მა, რომელიც საოფისე ავეჯს აწარმოებს, ერთობლივად შექმნეს გეიმინგ სავარძელი – Embody Gaming Chair. სავარძლის ფასი $1,495 დოლარია და მას ფასის შესაბამისი ღირსებებიც აქვს. სავარძელს აქვს კალიბრაციის 7 წერტილი, რომლის დახმარებითაც ის ერგება თქვენს პოზას თამაშისას, გარდა ამისა, ერგება ხერხემლის პოზიციას და აფიქსირებს მას. Embody-ს ერგება თქვენს სხეულს და ხელს გიწყობთ, თამაშისას კომფორტულად და რაც მთავარია, თქვენი ჯანმრთელობისთვის სასურველ პოზიციაში იჯდეთ. მას აქვს გაგრილების სისტემაც, რომელიც დიდხნიანი თამაშისას, მით უფრო, ზაფხულის დღეებში, კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეგიქმნით. სავარძელში გამოყენებული ტექნოლოგია – Dynamic Pixel Circulation კი თამაშისას თქვენს წონას ოპტიმალურად გადაანაწილებს.
Herman Miller-ის თქმით, ამ სკამს გეიმერების ფიზიოლოგიის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. მათი თქმით, ის არეგულირებს თქვენს გულისცემას, რადგან ხელს უყობს სისხლის მიმოქცევას სხეულის ისეთ ნაწილებშიც, რომლებიც ჯდომის დროს, ამ მხრივ, გარკვეულ დანაკლისს განიცდის. ამისათვის სკამს 150-მდე პატარა დეტალი აქვს და ისინი უზრუნველყოფენ სისხლის მიმოქცევის წელსა თუ ფეხებში.
Herman Miller და Logitech გეიმინგის მიმართულებით სხვა ტიპის მოწყობილობების წარმოებასაც გეგმავენ. მათ შორისაა Ollin, გეიმინგ მონიტორის სადგამი, რომელიც 295 დოლარი ეღირება.