in

Hermès-მა 15 000-დოლარიანი ყურსასმენი გამოუშვა

Hermès პრემიუმ აუდიო სივრცეში Ateliers Horizons ყურსასმენებით შედის — 15 000-დოლარიანი ყურსასმენი მაღალი ხარისხის მოსმენის გამოცდილებას მოდასთან აერთიანებს და იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ხმასთან ერთად, ექსკლუზიურობასაც აფასებენ. ეს უკანასკნელი კი სწორედ ის არის, რაც Hermès-ს ტრადიციული აუდიო ბრენდებისგან განასხვავებს, იქნება ეს Bose, Sony, Sennheiser, თუ Apple.

მათთან ტექნიკურ შესაძლებლობებში შეჯიბრება კი არ გადაწყვიტა, არამედ ყურსასმენების პოზიციონირება მოახდინა, როგორც „ტარებადი ხელოვნების“, რომელიც მხოლოდ ფუნქციის შესასრულებლად კი არ შეიქმნა, არამედ იმისათვის, რომ სტატუსსა და გემოვნებაზე მიანიშნოს. სწორედ ეს უკანასკნელი დაუჯდებათ 15 000$…

Ateliers Horizons საფრანგეთში 2 წლის მანძილზე 50 ოსტატის მიერ ხელით იქმნებოდა. თითოეულში პრემიუმ მასალები შეგხვდებათ, მათ შორის ჰერმესის საკულტო ტყავი და პრიალა მეტალი. დიზაინი ბრენდის ცნობილი Kelly-ის ჩანთიდან არის აღებული და იგი 5 ფერში იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის Rouge H და Prussian Blue შეგხვდებათ.

ამგვარად, Hermès მდიდარ აუდიოფილებს, რომლებიც კოლექციონერებიც არიან, Ateliers Horizons-ის ყურსასმენებით ახალ კატეგორიას წარუდგენს: აუდიოს ფუფუნების ობიექტად სთავაზობს. ასე კი მოგზაურობის დროს რომ ვატარებთ იმ ყურსასმენების ჩანაცვლება კი არ სურს, არამედ, პირიქით, მომხმარებელს სთავაზობს აქსესუარს, რომელიც სამომხმარებლო ელექტრონიკის ჩარჩოებს სცილდება.

Hermès Ateliers Horizons-ის ყურსასმენები შერჩეულ მაღაზიებში ზაფხულიდან გახდება ხელმისაწვდომი.

როგორ გავატაროთ 1 ივნისი – თიბისი კონცეპტის გზამკვლევი

ყველაფერი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის შესახებ – პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი