in

ჯეინ ბირკინის ჩანთა აუქციონზე გაიყიდება

ამბავი ასეთია: 2025 წლის 10 ივლისს პარიზში Sotheby’s-ის აუქციონზე ჰერმესის პირველი Birkin-ის ჩანთა გაიყიდება. დიახ, ის, რომელიც ჯეინ ბირკინს ეკუთვნოდა. 1984 წელს შექმნილი მოდელი მემკვიდრეებისგან მხოლოდ წარმომავლობით კი არ გამოირჩევა, არამედ დეტალებითაც — შავი ტყავისგან დამზადებულ ჩანთაზე სპილენძის ნაწილებს ვხედავთ და დეტალებს, რომლებიც დღეს ძალიან განსხვავდება Birkin-ის მკაცრად რეგულირებადი წესებისგან.

ჩანთას წინა მხარეს ბირკინის ინიციალები J.B.-ია ამოტვიფრული, ცვეთის კვალიც ატყვია და ინდივიდუალიზმისაც. აქ საქველმოქმედო სტიკერებს და სამაგრზე ჩამოკიდებულ ფრჩხილის საჭრელს ნახავთ.

აღსანიშნავია, რომ 1994 წელს ბირკინმა პროტოტიპი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საქველმოქმედო ორგანიზაცია Association Solidarité Sida-ს თანხების შესაგროვებლად გადასცა. უკვე 2000 წელს კი პარიზელმა კოლექციონერმა კატრინ ბენიერმა შეიძინა იგი და მას შემდეგ ისეთ დაწესებულებებში გვხვდებოდა, როგორებიცაა Victoria & Albert Museum და Museum of Modern Art.

Sotheby’s-ისთვის კი ეს ჩანთა ისეთივე ისტორიული არტეფაქტია, როგორიც პრინცესა დაიანას ნაქსოვი ზედა და ფრედი მერკურის სასცენო რეგალია… მართალია, ფასი ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ მსგავსი, ოღონდ ნაკლებად ისტორიული Birkin-ები, აქამდე 450 000 დოლარად გაიყიდა, აქ კი ბევრად დიდი მოლოდინები აქვთ…

ჯეინ ბირკინის ჩანთა Sotheby’s-ში 6 ივნისიდან 12 ივნისამდე გამოიფინება, ხოლო 3-დან 9 ივლისამდე პარიზში გადაინაცვლებს…

მალე Instagram კონტენტის გადალაგების შესაძლებლობას მოგცემთ

Apple-ის ტოპ AI ფუნქციები WWDC 2025-დან