in

Hermès პირველი საბავშვო სუნამოთი ბავშვობის მოგონებებს აერთიანებს

Hermès პატარებისთვის განკუთვნილ სუნამოს უშვებს — Baby’s First Luxury Good. როგორც ბრენდი აცხადებს, ეს ბავშვების წარსულსა და მომავალს აერთიანებს, რათა ბავშვური საოცრების ნაზი მომენტები აღბეჭდოს.

კამპანიის ფარგლებში ჰერმესი პატარა ბავშვის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც პირველად შეხვდა ცხენს და თავგადასავლებისკენ ერთად გაემართნენ. “eau de senteur” ცხრატყავისა და ოსმანტუსის დელიკატურ ნაზავს წარმოადგენს, ხისა და გარგრის არომატებით. ამასთან, ჩვეულებრივი სუნამოებისგან განსხვავებით, ეს სერია ალკოჰოლის გარეშე მზადდება — წყალზე დაფუძნებული ფორმულით, რომელიც 3+ ასაკის ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა.

სუნამო ბრენდის საფირმო შუშითაა წარმოდგენილი, ყუთს კი ბავშვისა და ცხენის საყვარელი ნახატები ამშვენებს, რომლებიც საბავშვო წიგნების ილუსტრაციებს მოგვაგონებს.

გაგაბედნიერებთ თუ არა ყალბი ღიმილი? — კვლევა

მომხმარებლის შენარჩუნება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შეძენა