თუ ახლა Hermès-ის საიტზე შეხვალთ, უცნაური ზღვის არსებების კოლექცია დაგხვდებათ — საათებში განყოფილებაში გადასასვლელად საათის გამოსახულებას უნდა დააწკაპუნოთ, რომლის გვერდით გველთევზაა გამოსახული. ფეხსაცმლის გვერდზე კი პელიკანია ისე, თითქოს ლოფერს კი არა, ნავს ატარებდეს… არასრულყოფილი ილუსტრაციებია მარცვლოვანი ტექსტურით, უსწორმასწორო ხაზებით და არათანაბარი შეფერილობებით. ეს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას AI ეპოქაში იძენს, როცა ყველა პრიალა, ზედმეტად სრულყოფილ კადრებს გვთავაზობს.
ამ ამბის ავტორი ფრანგი ხელოვანი ლინდა მერადთია, რომლის ხელით შესრულებული ილუსტრაციები აქამდე The New York Times-ში, Texas Monthly-სა და The Atlantic-ში გამოჩნდა…

188 წლის მოდის სახლმა აღმოაჩინა, რომ თავის მომხმარებლებსაც ხელით შესრულებული ილუსტრაციები იზიდავდა მის პროდუქტებში, არასრულყოფილებები, რომლებიც პროდუქტს მეტად საინტერესოსს ხდის — „როცა პროდუქტები ხელით არის შესრულებული, შეგიძლიათ, თქვათ, რომ მის მიღმა სული არსებობს. არასრულფასოვნებაში მეტი შარმი და ჰუმანურობაა ვიდრე იმ რაღაცებში, რაც რობოტულად გამოიყურება“.

სწორედ ამ იდეას პასუხობს ჰერმესის განახლებული საიტიც:












