31
Oct
2019

გადაჭრის, თუ არა რობოტების გადაადგილების პრობლემას „ჰერმესი“ ადამიანური რეფლექსებით

31 Oct 2019

veon
veon


რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს იმაზე ფიქრი, რომ ავტონომიური რობოტების ეპოქის დასაწყისში ვცხოვრობთ, მათი უმეტესობა ჯერ კიდევ გამოუსადეგარია ყოველდღიურ ცხოვრებაში, მობილობის პრობლემიდან გამომდინარე. შესაძლოა, ავტონომიური რობოტების განვითარებისთვის საჭიროა ადამიანური რეფლექსები, რომლებიც გადაადგილებისას იჩენენ თავს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ორფეხა რობოტები საუკეთესო გადაწყვეტაა ადამიანურ გარემოში გადაადგილების თვალსაზრისით, თუმცა, მათ წაქცევის უფრო დიდი შანსი აქვთ, ვიდრე ბორბლებზე მოსიარულე რობოტებს. ხშირად, საჭიროა ალგორითმების გამოყენება, იმისათვის, რომ მათი წონასწორობის შენარჩუნება, ან მოქნილი გადაადგილება შესაძლებელი გახდეს, თუმცა, ზოგ სიტუაციაში ალგორითმი ვერ მუშაობს. სწორედ ამიტომ, MIT-ისა და Illinois-Champaign-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ადამიანისა და რობოტის სისტემის ჰიბრიდი, რომლის გამოყენებითაც რობოტს სახელად Little Hermes, ადამიანური რეფლექსების ერთი-ერთში გამეორება შეუძლია.

რობოტი ერთი-ერთში იმეორებს ოპერატორის მოძრაობას. ის ამას ოპერატორის გრავიტაციის ცენტრისა და მოძრაობის ვექტორების ინტერპრეტაციის მეშვეობით ახერხებს. Science Robotics-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, იმისათვის, რომ შევქმნათ ჰუმანოიდური მანქანები, რომლებსაც ადამიანური დონის მოტორული უნარები ექნებათ, გვჭირდება ადამიანის მთელი სხეულის ერთგვარი „ტელეპორტაცია“ რობოტის სისტემაში. ეს სწორედ ისაა, რა მიმართულებითაც მკვლევარები მუშაობას აგრძელებენ.

 

განხილვა