in

ჰიპერბგერითი თვითმფრინავის შექმნასთან ერთი ნაბიჯით ახლოს — Hermeus

აშშ-ში დაფუძნებული სტარტაპი, სახელწოდებით Hermeus, აშენებს ჰიპერბგერით თვითმფრინავს, რომელსაც ხმის სიჩქარეზე 5-ჯერ სწრაფად ფრენა შეეძლება. ახლახან კომპანიამ ძრავის ტესტირების მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა.

Hermeus 101

აღნიშნული სტარტაპი ამ სიტყვის ყველა გაგებით, ძალიან სწრაფად იზრდება. ის ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა, ჰიპერბგერითი თვითმფრინავების გეგმებით, ერთი წლის შემდეგ კი 1,5 მილიონი დოლარის კონტრაქტი მოიგო აშშ-ის საჰაერო ძალებთან და მას მერე შეუპოვრად ავითარებს ტექნოლოგიას. პირველი ფრენები კი უკვე 2023 წლისთვის იგეგმება.

საგულისხმოა, რომ Hermeus აშენებს როგორც სამხედრო, ისე კომერციულ ჰიპერბგერით თვითმფრინავებს. მისი დიზაინი, სახელწოდებით Quarterhorse, იქნება პირველი მრავალჯერადი გამოყენებადი ჰიპერბგერითი თვითმფრინავი.

იმისათვის, რომ სიჩქარეს 5 მახამდე მიეღწია, კომპანიას თავისი ძრავა ტურბორეაქტიულად უნდა დააპროექტებინა და შემდეგ უფრო მძლავრი რეაქტიული ძრავით განეახლებინა, 2-დან 3 მახამდე. საბოლოოდ კი Chimera ძრავა მიიღეს, რომელიც მცირე დროში შეიქმნა — კერძოდ, კომპანიას კონცეფციიდან ტესტირებამდე 21 თვე და $18 მილიონი დასჭირდა. ამასთან, მისი 15% 3D პრინტერითაა დაბეჭდილი, რამაც ხარჯების შემცირებას შეუწყო ხელი.

რა არის შემდეგი ნაბიჯი?

კომპანია ამჟამად ტესტირებას ახორციელებს და თავისი Quarterhorse თვითმფრინავის ასაგებად ემზადება. „ჩვენ არ ვართ თვითმფრინავების კომპანია, სანამ უშალოდ მათ აგებას არ დავიწყებთ. დაფინანსება მოვიპოვეთ ფრენისთვის და დიახ, ვაპირებთ ფრენას“, — აცხადებს Hermeus-ის ტექნოლოგიების მთავარი ხელმძღვანელი, გლენ ქეისი.

„სადგური“ ელიზაბეტთალში და გაცოცხლებული ევროპული სოფელი

50%-მდე ქეშბექი — Black Friday-ის აქციები „თეგეტა მოტორსში“