რვა წლის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პლატფორმა Hershey’s. It’s Your Happy Place-ის ჩასაშვებად ბრენდი Milano Cortina 2026 Olympic and Paralympic Winter Games-ს იყენებს და გვეუბნება, რომ სპორტსმენებისთვის ოქროს მოგებაზე მნიშვნელოვანი რაღაც სხვა არის. კამპანიაში თამაშების ფოკუსი მედლებიდან მნიშვნელობისკენ, ბედნიერების პოზიციონირებისკენ, ინაცვლებს და გამარჯვებაზე სულაც არ კონცენტრირდება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნამდვილი ოქრო ბედნიერებაშია, ამიტომაც ნამუშევარი სპორტის ემოციურ სულისკვეთებაშია ფესვგადგმული.
„ათწლეულები დავახარჯეთ სპორტსმენებისთვის იმის თქმას, რომ ოქრო ყველაფერია, რომ ოქროს მოგებას მოსდევს ბედნიერება, მაგრამ ბრენდის პირველი ნამუშევარი ამტკიცებს, რომ პროცესი ამაზე მეტად სიღრმისეულია. ეს მოგზაურობაა, მოგონებები და ადამიანები, რომლებმაც მოგიყვანეს იქ, სადაც შენი ნამდვილი ბედნიერი ადგილია და ფოლგაში გახვეული ოლიმპიური ზომის კრემიანი რძიანი შოკოლადის მედალიც შეიძლება ეს იყოს“.
და თუ რა არის ნამდვილი ოქრო სპორტსმენებისთვის, ეს თავად ნახეთ:











