მანქანების გაქირავების კომპანიამ Hertz ტესლას 100 000 Tesla Model 3 მანქანა შეუკვეთა, როგორც მისი ფლოტის მასიური ელექტრიფიკაციის კამპანიის ნაწილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ყველაზე დიდი შეკვეთაა ელექტრომანქანების ისტორიაში და 4.2 მილიარდ დოლარიანი გარიგებას შეადგენს. ამ შეთანხმების შემდეგ Tesla-ს აქციები 6.7 პროცენტით გაიზარდა და კომპანიის ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ კი $1 ტრილიონს გადააჭარბა. ხოლო ილონ მასკის ქონება ახლა უკვე 252 მილიარდ დოლარს შეადგენს.
“ამჟამად ელექტრო მანქანები მთავარ ადგილს იკავებს. ჩვენ კი გლობალური მოთხოვნისა და ინტერესის ზრდას ვიწყებთ” – აღნიშნავს Hertz-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარკ ფილდსი.
ასეთი მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება საკმაოდ გამაოგნებელია იმის გათვალისწინებით, რომ Hertz გასულ წელს გაკოტრდა. თუმცა, როგორც ჩანს, მას შემდეგ კომპანიის საბაზრო ღირებულება აღდგა. უფრო მეტიც, მან Tesla-ს მთავარი გამარჯვება მოუტანა – ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ეძლევა, უზარმაზარი რაოდენობის ავტომობილები შესთავაზოს პოტენციურ მომხმარებლებს.
ამასთან, Hertz იმედოვნებს, რომ ელექტრომობილებზე გადასვლით, საგრძნობლად შემცირდება ტექნიკური და საწვავის ხარჯები.