13
Nov
2018

მოწყობილობა, რომელიც საკვების შემადგენლობას იკვლევს

13 Nov 2018

veon
veon


ქიმიური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის BASF სტარტაპმა – trinamiX, რომელიც Oracle-ის (ორგანიზაციებისათვის პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფების მწარმოებელი კორპორაცია) პარტნიორია, ულტრათხელი ინფრაწითელი სენსორის გაუმჯობესებული ვარიანტის საშუალებით – Hertzstück შემოგვთავაზა. ის საჭმლის შემადგენლობას, წამებში, მოლეკულურ დონეზე იკვლევს.

მოწყობილობით მიანათებ, მაგალითად, მარშმელოუს რაღაც ნაწილზე და არეკლილი შუქის საშუალებით, შესაძლებელია იმის ანალიზი, მარშმელოუ, ვთქვათ, ვეგანურია, თუ არა.

ჩვენ  „ლონდონის რესტორნების ფესტივალი“ შევარჩიეთ მოწყობილობის წარსადგენად. ადამიანები მოდიოდნენ და იღებდნენ ექსპერიმენტში მონაწილეობას. მათ შეძლეს სხვადასხვა შაქრის გაზომვა, პლასტმასის შეფუთვაში მყოფი საკვები და ა.შ.

სენსორი, რომელიც trinamiX-მა გააუმჯობესა, რეალურად, 80 წლის წინანდელი ტექნოლოგიაა. კონკრეტულად, რაზეც კომპანიამ იმუშავა თხელი აფსკებია (ამა თუ იმ მასალის თხელი შრეები, რომელთა სისქეც, დაახლოებით, ნანომეტრიდან რამდენიმე მიკრონამდე მერყეობს; უპირატ. ნანოტექნოლოგიებში), რაც საშუალებას აძლევს მას, სმარტფონშიც კი მოთავსდეს.

მოწყობილობის საშუალებით, შესაძლებელია საჭმლის ვარგისიანობის შემოწმება, ასევე, ვეგეტარიანულად არის, თუ არა მომზადებული. აგრეთვე, ფარმაცევტული პროდუქტებისა თუ ქსოვილის გვარობის გადამოწმება – მაგალითად, აბრეშუმისაა შარფი, თუ პოლიესტერის. მოწყობილობა შემდეგ წელს იქნება ხელმისაწვდომი.

განხილვა