in

მფრინავი და მცურავი ელექტრომანქანა Hexa აშშ-ს საჰაერო ძალებში გამოცადეს

veon
veon

აშშ-ს საჰაერო ძალებმა მფრინავი მანქანის Hexa პროტოტიპი, 20 აგვისტოს, წარმატებით დატესტა. ეს არის ელექტრო მფრინავი მანქანა, რომელიც ადრეული 2000-იანების Pixar-ის ანიმაციის პერსონაჟების ტრანსპორტს მოგაგონებთ. Hexa-ს შემქმნელი ტეხასში მდებარე კომპანია LIFT Aircraft-ია, რომელმაც აშშ-ს საჰაერო ძალებთან თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა. ამ დროისათვის, Military.com-თან საუბარისას საჰაერო ძალების წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ 2030 წლისთვის, მათი სურვილი იყო, საჰაერო ძალებში 30 მსგავსი მანქანა ჰყოლოდათ.

Hexa 18 დამოუკიდებელი როტორისგან შედგება და მას ერთი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ფრენის გარდა, მანქანას, გარკვეულ სიტუაციებში, ცურვაც შეუძლია, ამას კი სპეციალური ტივტივას გამოყენებით ახერხებს.

LIFT-ის რეკლამის თანახმად, ეს მფრინავი მანქანა ნებისმიერი ადამიანისთვისაა და მას არ სჭიდება მართვის მოწმობა, ან პილოტის გამოცდილება. მის სამართავად 3 ღერძიანი ჯოისტიკის გამოყენებაა საჭირო, კონკრეტულ შემთხვევაში კი ავტოპილოტის ჩართვაც შესაძლებელია.

Extra-ორდინარული ფასები APPLE-ის ლიცენზირებულ პროდუქციაზე

„27 აგვისტოს, საქართველოში პირველი „ლაივ“ ავტოაუქციონი გაიმართება“ – Lion Group