დიდ ბრიტანეთში კამპანია ჩაუშვეს, სახელწოდებით, „მენსტრუალური ჰიგიენა სიღარიბეში“.
კამპანიის ავტორი სოციალური საწარმო Hey Girls-ია, რომელიც რეკლამაში ხაზს იმ ფაქტს უსვამს, რომ ყოველი 10 ახალგაზრდა ბრიტანელიდან, 1 იძულებულია, რომ ჰიგიენური საფენის ნაცვლად, სხვა ანტისანიტარიული ნივთი გამოიყენოს. იმიტომ, რომ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
კამპანიის ფარგლებში, სუპერმარკეტ Asda-ში ჰიგიენური საფენების შეფუთვაში წინდები, გაზეთები თუ ქაღალდები დევს. თუმცა კი, ისინი არ იყიდება.
გარდა ამისა, უსახლკაროების საქველმოქმედო ჟურნალი, The Big Issue მენსტრუალურ პროდუქტებზე, სიღარიბეზე, აქტივიზმზე სპეციალურ სტატიებს ავრცელებს.
კამპანიის გარშემო, ინფლუენსერ მარკეტინგიც გააქტიურებულია.
ყველა კომუნიკაცია UNsanitary website-ზე ხვდება მთავარი მიზნის მისაღწევად – ბიზნესისა და მთავრობის მხრიდან, რადიკალური ცვლილებების დროა.
კამპანიაზე სააგენტო Adam&Eve/DDB-მ იმუშავა.