in

“Hey Spotify” – აპლიკაციის დისტანციურად მართვის კიდევ ერთი შესაძლებლობა!

აპლიკაციის მკვლევარმა ჯეინ მანჩუნ ვონგმა აღნიშნული ფუნქცია გასული წლის მარტს აღმოაჩინა

veon
veon

თუ გსურთ, Spotify სენსორულ ღილაკებზე თითის დაჭერის გარეშე გამოიყენოთ, ხმოვანი ასისტენტების დეფიციტი ნამდვილად არ არის! უკვე წლებია, სხვადასხვა მოქმედბებისთვის ისეთ ასისტენტებს ვიყენებთ, როგორიებიცაა Alexa, Siri, Google Assistant, Cortana და Bixby. ახლა კი “სფოთიფაის” საკუთარი “გასააქტიურებელი” ფრაზა აქვს – “Hey Spotify”.

რატომ უნდა გამოიყენოთ ის, როდესაც უკვე მრავალ ასისტენტს შეუძლია სიმართლე რომ ითქვას, ეს მართლაც მოსახერხებელია. იმისათვის, რომ ზოგიერთ ხმოვან ასისტენტს “სფოთაიში” საყვარელი სიმღერის ჩართვა დაავალოთ, აპლიკაცია გახსნილი უნდა დატოვოთ. ახალი ფუნქციის დახმარებით კი, ამის საჭიროება აღარ არსებობს. საკმარისია, წარმოთქვათ სიტყვები Hey Spotify და შემდგომ ამას მოაყოლეთ სასურველი მოქმედება – რაიმე კონკრეტული სიმღერის ჩართვა, დაპაუზება, გამტოვება და ა. შ.

აპლიკაციის მკვლევარმა ჯეინ მანჩუნ ვონგმა აღნიშნული ფუნქცია გასული წლის მარტს აღმოაჩინა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი. ახლა კი შეგიძლიათ, ფუნქცია მარტივად გააქტიუროთ პარამეტრებიდან – გადადით Microphone permissions-ში და მონიშნეთ Hey Spotify.

“ნინძა ბუ” – როგორ შეიქმნა მამისა და შვილების ერთობლივი ნამუშევარი?

მიმი – ენის უნიკალური ფორმა – ანნა ჯიბლაძე