in

რევოლუციური დიზაინით მრავალჯერ გამოყენებადი ქაღალდი შექმნეს!

წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც გამოყენებული ქაღალდის ნაგავში ან გადამამუშავებელ მოწყობილობაში მოთავსება აღარ მოგიწევთ. არც მელნის გადღაბნაზე გეფიქრებათ და არც მის გაშრობაზე. თითქოს ამ ყველაფერს პლანშეტები გვთავაზობს, მაგრამ ბევრისგან იმასაც მოისმენდით, რომ ტრადიციულად ფურცელთან და კალამთან ურთიერთობა ურჩევნია. სწორედ ამას პასუხობს HEYtrace+ რევოლუციური დიზაინით, Permaflex™ სილიკონითა და Inksync™ საფარით. მეტიც, ასე ფულსაც დაზოგავთ და პლანეტაზეც იზრუნებთ… 

BOG
BOG

ამგვარად, HEYtrace+-ზე წერის გამოცდილებაც ჩვეულებრივისგან ბევრად შორს არის. კალმის მრავალნაირ წვერს გთავაზობთ ისე, როგორც პლანშეტებშია ხოლმე, დაწყებული ჩვეულებრივი გელიდან მარკერებამდე, აქ ნებისმიერ ფუნჯს იპოვით თქვენი ხელოვნებისა თუ ტექნიკური პროექტისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცის დრაფს ადგენთ, სკეტჩს ქმნით, ხატავთ თუ წერთ, რევოლუციური დიზაინის მქონე ფურცლით ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლიათ. შესაბამისად, იდეალური ვარიანტი ხდება მხატვრებისთვის, დიზაინერებისა და ინჟინრებისთვის, რომელთაც ხარისხი და სიზუსტე სჭირდებათ თავიანთ ნამუშევრებში.

ხოლო, როცა საქმე სიზუსტეს ეხება, გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია — ამიტომაც, HEYtrace+ მომხმარებლებს 65%-იან გამჭვირვალობას და 0.02-ინჩიან თხელ პროფილს სთავაზობს. 

თუ მელნის შრობის ლოდინმაც დაგღალათ, გეტყვით, რომ HEYtrace+ რევოლუციური Inksync™-ის ტექნოლოგიით მყისიერად აშრობს მას, რაც ნიშნავს, რომ აღარც ლოდინი მოგიწევთ, შემთხვევით არც ნაშრომი გაიდღაბნება და არც არაფერი წაგეშლებათ. ამგვარად, შემოქმედებით პროცესში ჩაძირვასაც შეფერხებების გარეშე შეძლებთ, უფრო მეტად ფოკუსირდებით თქვენს ნამუშევარზე და ტექნიკურ საკითხებზე ღელვა აღარ მოგიწევთ. 

ამასთან, წყალგამძლეა, ვერც დაკუჭავთ და ვერც გახევთ, მსუბუქია და სამოგზაუროდ წასვლასაც თუ გადაწყვეტთ, მარტივად გაიყოლებთ თან. სათავსოდ კი მინიმალისტური შავი ყუთი მოჰყვება, რომელიც ეკომეგობრულობის ერთგული რჩება და ვეგანური ტყავისგანაა დამზადებული. მასში რევოლუციური დიზაინის მქონე ფურცელი, კალამი და საწმენდი ქსოვილი თავსდება. 

თუ ნამუშევრის ციფრული ვერსია გჭირდებათ, არც ეს არის პრობლემა — აპლიკაციით გადაიღებთ და გაუზიარებთ თქვენს ნამუშევრებს სასურველ ადამიანებს. PNG და PDF ფორმატის შეთავაზებაც შეგიძლიათ მათთვის და პირდაპირ Google Drive-სა თუ Dropbox-ში გადაგზავნა.

მოკლედ, დაწყებული საბავშვო ჩანახატებიდან პროფესიონალურ პროექტებამდე, ნებისმიერ შემოქმედებით საჭიროებას პასუხობს. ფასი კი სულ რაღაც 58$-ია. 

თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალებისთვის 

რა მიმართულებით ვითარდება სტრიმინგი 2025 წელს