26
Jul
2019

ჩინეთში ბავშვმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა

26 Jul 2019

Alta
Alta


ჩინეთში, გუანდუნის პროვინციის ქალაქ ჰეიუანში 10 წლის ბიჭმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ეს ფაქტი წყალდიდობას უკავშირდება, რომლის შედეგადაც, ჰეიუანის მახლობლად ერთ-ერთ ხევში მიწა ჩამოიშალა, ბავშვმა კი კვერცხები ხევში თამაშისას აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ბიჭმა სახელად გჟან იანჩჟე, დინოზავრის კვერცხის ცნობა შეძლო, რადგან აქამდე, მუზეუმში ჰქონდა ნანახი მსგავსი რამ. მას შემდეგ, რაც დედამისმა პოლიციას დაურეკა, ექსპერტებმა ხევში კიდევ 10 კვერცხი იპოვეს. თითოეული კვერცხის დიამეტრი, დაახლოებით, 9 სანტიმეტრია.

მედიის მტკიცებით, კვერცხები 65 მილიონი წლისაა, თუმცა მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს. კვერცხები ჰეიუანის დინოზავრების მუზეუმში გადაიტანეს, იმისათვის, რომ მათი ტიპი და ასაკი განისაზღვროს. აღნიშნულ ტერიტორიაზე კი პალეონთოლოგები გათხრებს გააგრძელებენ.

ჰეიუანი სამმილიონიანი ქალაქია, რომელსაც ჩინეთის „დინოზავრების სახლს“ უწოდებენ. პირველი დინოზავრის კვერცხი აქ 1996 წელს იპოვეს, ამის შემდეგ კი, ქალაქში 17000-ზე მეტ დინოზავრის კვერცხი იქნა ნაპოვნი. ჰეიუანის დინოზავრების მუზეუმი (Heyuan Dinosaur Museum) ამ ეტაპზე, დინოზავრების კვერცხების კუთხით, მსოფლიოში ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს. ამჟამად, აქ ინახება 10 008 დინოზავრის კვერცხი.

 

განხილვა