კანის მოვლა მხოლოდ ესთეტიკა არ არის – ეს არის ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას, სიჯანსაღეს და ახდენს დაბერების პრევენციას. სწორად შერჩეული ინგრედიენტები არა მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებებს იწვევს, არამედ აძლიერებს კანის სტრუქტურას და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს ჰიალურონის მჟავა და რეტინოლი, რომლებიც კანის მოვლის ყველაზე პოპულარული ინგრედიენტებია. აქედან პირველი უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებასა და ელასტიკურობას, ხოლო რეტინოლი ებრძვის ნაოჭებს, აკნესა და პიგმენტაციას. ორივე ერთად ქმნის დაბალანსებულ და ეფექტურ რუტინას თქვენი კანის სიჯანსაღისთვის.
თუმცა ამ ინგრედიენტებს სწორი გამოყენება სჭირდება. თუ მათ საჭიროებისამებრ არ იყენებთ, შეიძლება იფიქროთ, რომ დროსა და ფინანსებს ტყუილად ხარჯავთ, სინამდვილეში კი, მათი კომბინაცია საჭიროებს სწორ მიდგომას და ამ სტატიაშიც სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.
დავიწყოთ ჰიალურონით…
ეს არის დამატენიანებელი ინგრედიენტი, რომელიც კანს უფრო გლუვს ხდის, აქვს გამაგრილებელი ლიფტინგის ეფექტი და გამოიყენება, ძირითადად, მშრალი კანისთვის. ჰიალურონი წარმოდგენილია სხვადასხვა კრემსა თუ შრატში, რომლებიც კანის მოვლის ყოველდღიური რუტინისთვისაა განკუთვნილი. ჰიალურინოს შემცველი პროდუქტები, როგორც წესი, დილა-საღამოს უნდა გამოიყენონ.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია შრატი Hyalugen მიზონი, რომლის უპირატესობაც არის ორი ერთში, აერთიანებს ჰიალურონის მჟავასა და კოლაგენს. ის უნდა გამოიყენონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც მშრალი, ნაოჭებისა და წვრილი ხაზებისკენ მიდრეკილი კანის ტიპი აქვთ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ შრატის გამოყენებით პროცედურა არ სრულდება, ამიტომ მას სჭირდება მსგავსი შემცველობის დამატენიანებელი კრემი, რომელსაც შრატის შემდეგ გადაისვამთ და თქვენს კანს ტენიანობასა და ელასტიკურობას ერთდროულად მიანიჭებთ.
რეტინოლის სწორად გამოყენება და მისი სასარგებლო თვისებები
რეტინოლი კანის მოვლის საშუალებებში აქტიურად გამოყენებადი და დერმატოლოგების ერთ-ერთი საყვარელი ინგრედიენტია, რომელიც ნაოჭებსა და აკნეს ებრძვის. იგი ხელს უწყობს უჯრედების ცვლას და კოლაგენის წარმოებას, რის შედეგადაც კანი ხდება გლუვი და იძენს ერთიან, თანაბარ შეფერილობას.
როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, რეტინოლის შემცველი პროდუქტების გამოყენება 25 წლის ასაკიდან უნდა დავიწყოთ, როცა კანი ნელ-ნელა კარგავს რეგენერაციის უნარს და სჭირდება დახმარება, თუმცა, სანამ მის მოხმარებას დაიწყებენ, ადამიანები ზოგჯერ ისეთ შეცდომას უშვებენ, როგორიცაა შემადგენლობის უგულებელყოფა. ეს ყველაფერი ინფორმაციის ნაკლებობის გამო ხდება და საჭიროა, ვიცოდეთ, რომ პირველ ჯერზე აუცილებელია დაბალპროცენტიანი რეტინოლის შრატით დაწყება, მაგალითად, 0.1% და მოგვიანებით, დერმატოლოგთან შეთანხმებით, შეგიძლიათ უფრო მაღალი პროცენტულობის რეტინოლის გამოყენება.
უნდა იცოდეთ თქვენი კანის ტიპიც და მიზანი, რომლისთვისაც იყენებთ ამა თუ იმ საშუალებას. რეტინოლი უფრო უხეში კანისთვისაა განკუთვნილი, მუქი ლაქებისა და ნაწიბურების მოსაშორებლად.

როგორც ჰიალურონის, ისე რეტინოლის შემთხვევაში, პროდუქტების არჩევანი ფართოა, შრატი და კრემი კი კანის მოვლის ყოველდღიური რუტინის ნაწილია. ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ კრემამდე გამოიყენება შრატი, მაგალითისთვის, მიზონი RETINOL შრატი, 0.1%-იანია და დამწყებებს გამოადგებათ.

შრატის შემდეგ კრემის დრო დგება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენი კანის სტრუქტურა გამოსწორდეს და შედეგი რეალურად დაგეტყოთ. არჩევანი აქაც ფართოა, თუმცა მაგალითისთვის გიზიარებთ კრემს მიზონი RETINOL კრემი, რომელიც იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან, ათანაბრებს ტონსა და ფერს და ხსნის დაღლილობას.
სანამ რეტინოლის შემცველი პროდუქტის მოხმარებას დაიწყებთ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ის საკმაოდ ძლიერი ინგრედიენტია და შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, ალერგიულ რეაქციებს იწვევდეს, ამიტომ წინასწარ კარგად უნდა გაეცნოთ ინფორმაციას და გადაამოწმოთ, ხართ თუ არა მგრძნობიარე მისი შემადგენლობის მიმართ. სხვა დანარჩენი ინფორმაცია კი შეგიძლიათ, მიიღოთ პირადი დერმატოლოგისგან.
რომ შევაჯამოთ – სახის მოვლის რუტინა ყველა ჩვენგანის ყოველდღიური ჩვევების ნაწილია და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენს კანს, განსაკუთრებით, ასაკის მატებასთან ერთად დახმარება სჭირდება, მაგრამ აუცილებელია ამ რუტინის შედგენა სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებით მოხდეს და არ დავუშვათ ზემოთ ხსენებული შეცდომები, რათა ჩვენმა კანმა მიიღოს ის შედეგი, რაც მიზნად გვაქვს დასახული.
გაითვალისწინეთ, სტატიაში ნახსენები პრეპარატების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ინსტრუქციას და მათი გამოყენება შეგიძლიათ თქვენს ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
რუბრიკას ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ PSP











