Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ საშუალება მოგვცა, გადაგვეაზრებინა ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და მონაცემების ადამიანის შესაძლებლობებთან სინთეზის მნიშვნელობა. და შეიძლება ითქვას, დააჯილდოვა მყარი და მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურები, რომ აღარაფერი ვთქვათ ინკლუზიურ კულტურებზე.
მსოფლიომ საკმაოდ მოულოდნელი ცვლილება განიცადა – მზარდი შრომითი ბაზრებიდან მწირ, არასტაბილურ სამუშაო ადგილებამდე. თუმცა კომპანიები, რომლებმაც მზადყოფნა გამოავლინა კრიზისული სიტუაციებისადმი, პანდემიის ჩავლის შემდეგ კიდევ უფრო წარმატებულები და განვითარებულები იქნებიან.
ასეთი დაჩქარებული ცვლილებების დროს მთავარ გასაღებს ე.წ. “ჰიბრიდი” წარმოადგენს. ალბათ, უკვე დიდი ხანია, მივეჩვით “ან-ან”-ის პრინციპს, როდესაც აუცილებელია, მრავალს შორის ავირჩიოთ ერთი კონკრეტული. თუმცა, ახლა ვხედავთ, როგორ ანაცვლებს “და” ზემოთხსენებულს. ეს ცხადია, ერთი შეხედვით შეუთავსებელი ალტერნატივების თანაარსებობა სულ უფრო ეფექტურ სახეს იძენს, როგორც ორგანიზაციულ, ისე ინდივიდუალურ დონეზე.
განვიხილოთ შემდეგი მაგალითები:
ჰიბრიდული ნიჭი – ფაქტი, რომ თქვენ ერთ კონკრეტულ პროფესიას ფლობთ, თავის თავში არ გულისხმობს აუცილებლობას, თითქოს ტექნიკურ-პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების გამოყენება სხვა საქმიანობაში არ შეგეძლოთ. მაგალითისთვის, ციფრული დიზაინის უნარები შეგიძლიათ, IT ტექნოლოგიებისკენაც მიმართოთ. მაშინ, როცა მონაცემთა შემსწავლელი მეცნიერება მარკეტინგსა და კადრების განყოფილებაში დაგეხმარებათ.
ჰიბრიდული სამუშაო ადგილები – მართალია, სიტყვა “პანდემია” ნეგატიურ ასოციაციას იწვევს, თუმცა სწორედ მან დააჩქარა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიცაა მაგალითად არჩევანის გაკეთება სამუშაო სივრცესთან დაკავშირებით – რა ურჩევნია თანამშრომელს, იმუშაოს სახლიდან თუ ოფისიდან? ამაზე პასუხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია უშუალოდ კონკრეტულ პიროვნებაზე, თუ საიდან ახერხებს სამსახურზე უკეთ კონცენტრირებას. შესაბამისად, მენეჯერებმა მოქნილი სამუშაო გარემო უნდა შექმნან და განავითარონ ინკლუზიური კულტურა.
ჰიბრიდული კულტურები – დიახ, მართლაც ადვილად სამართავია გუნდი, რომლის წევრებსაც ერთნაირი უნიფორმა აცვიათ და ერთგვაროვნად ვითარდებიან, რადგან ყოველი მათგანი ერთნაირად ფიქრობს და აღიქვამს სამსახურს. თუმცა ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ადაპტაციის შესაძლებლობას და აფერხებს ინდივიდების განვითარებას – ისინი მხოლოდ შემოსაზღვრული ჩარჩოს ფარგლებში არსებობენ. გახსოვდეთ, ნებისმიერი კულტურა მაშინ აღწევს წარმატებას, როცა ის მრავალფეროვანი და ინკლუზიურია.
ჰიბრიდული კარიერა – მაშინაც კი, თუ შემუშავებული არ გაქვთ მრავალკვალიფიციური და ინტერდისციპლინური ნიჭის პროფილის ხელოვნება, თქვე გაქვთ არჩევანი! საკუთარი კონცეფციის გასაფართოვებლად და შესაძლებლობების აღმოსაჩენად, პირველ რიგში გააფართოვეთ კარიერული ჰორიზონტი.
არასდროს ყოფილა ახალ შესაძლებლობებთან ადაპტაციისთვის ამაზე უკეთესი დრო. თუ ფიქრობთ სამომავლო განვითარებაზე, იფიქრეთ, რა შეგიძლიათ ახლა, რა არის თქვენი პოტენციალი… და ბოლოს, გახსოვდეთ, ჰიბრიდული ცხოვრება სულ უფრო საჭირო და მოთხოვნადი გახდება ჩვენს თანამედროვეობაში.
წყარო: HBR