in

როგორ მოქმედებს ჰიბრიდული სამსახური თანამშრომელთა კმაყოფილებაზე?

ჯერ კიდევ არ წყდება დისკუსიები დისტანციური სამუშაოს დადებით და უარყოფით მხარეებზე… Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, კვირაში ორდღიანი ვირტუალური მუშაობა ამცირებს სამსახურიდან გათავისუფლების მაჩვენებელს და ზრდის თანამშრომლების კმაყოფილებას.

კვლევა ჩატარდა Trip.com–ში დასაქმებულ ადამიანებს შორის. თანამშრომლები ორ ნაწილად დაჰყვეს. ერთ ნაწილს სრულიად ოფისში უწევდა მუშაობა, ხოლო მეორეს — ჰიბრიდული გრაფიკი შესთავაზეს. შედეგებმა ცხადყო, რომ ჰიბრიდული გრაფიკის მქონე თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი ბევრად სრულფასოვანი იყო. 

ჰიბრიდული სამუშაო მნიშვნელოვნად ზრდის თანამშრომლების კმაყოფილებას 

მონაცემების გაანალიზების შემდეგ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჰიბრიდული გრაფიკის მქონე თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა. ეს აღმოჩენა ემთხვევა კიდევ ერთ კვლევას, რომლის მიხედვითაც ჰიბრიდული სამუშაო ხელს უწყობს უკეთეს ოფისის კულტურას. 2024 წლის თებერვლის Scoop-ის კვლევის თანახმად, კომპანიებს, რომლებიც სთავაზობენ სრულად მოქნილ ან ჰიბრიდულ განრიგს, უფრო მაღალი რანგი აქვთ კულტურასა და ღირებულებებში, ისევე როგორც თანამშრომლებს სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვის კუთხით. 

კვლევა დეტალურად აღწერს ჰიბრიდული სამუშაოს კონკრეტულ პოზიტიურ ეფექტს დასაქმებულთა სხვადასხვა ჯგუფზე. მთავარი კი ის არის, რომ ჰიბრიდული სამუშო ზრდის თანამშრომლების გამოცდილებას და კომპანიისთვის მაღალი კვალიფიკაციის კადრის შენარჩუნების მაჩვენებელს.

ჰიბრიდულ სამუშაოს დასაქმებულთა პროდუქტიულობაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია

კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ დისტანციურ მუშაობას გავლენა არ მოუხდენია თანამშრომლების ზოგად შეფასებაზე, დაწინაურების პერსპექტივაზე ან თუნდაც, პროგრამისტების მიერ დაწერილი კოდის ხაზების რაოდენობაზე. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც 2020 წელს Gartner-ის კვლევის დროს, მტკიცდება, რომ საქმის შესრულება უმჯობესდება, როდესაც თანამშრომლებს ეძლევათ მოქნილი მოქმედების შესაძლებლობა, თუ სად, როდის და რამდენი იმუშაონ. 

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების კმაყოფილება შეიძლება ალტრუისტული მიზანი იყოს, მთავარი ისაა, რომ ჰიბრიდული მოდელი არა მხოლოდ დასაქმებულებისთვის, არამედ თავად კომპანიისთვის არის ძალიან მომგებიანი. 

Ralph Lauren გადამუშავებად ბამბაზე გადასვლას გეგმავს

IKEA-მ „ნადირობა“ გამოაცხადა!