in

როგორ მოვაწყოთ ჰიბრიდული საშობაო წვეულება?

სადღესასწაულო წვეულებები დაბრუნდა და ბევრი კომპანია მზად არის, ფიზიკურ სივრცეში აღნიშნოს. გლობალური კომპანია Challenger, Grey, & Christmas-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, კომპანიების 56.9% გეგმავს წვეულების მოწყობას. შედარებისთვის, გასულ წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 26.6% იყო,

მაშინაც კი, როდესაც რეცესიის შიში იზრდება, სადღესასწაულო წვეულებები მნიშვნელოვან ინვესტიციად რჩება. ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი შესაძლებლობა თქვენი გუნდების დასაკავშირებლად და თანამშრომლობის ხელშესაწყობად. თუმცა McKinsey-ის ბოლო კვლევის თანახმად, თანამშრომლების 58% დისტანციურად მუშაობს, სრულ ან ნახევარ განაკვეთზე. ამ ადამიანებიდან ზოგიერთი კი შეიძლება სხვა ქვეყანაშიც კი ცხოვრობდეს.

ამის გათვალისწინებით, სტატიაში მოცემულია სამი გზა, რომლითაც სადღესასწაულო წვეულებებში დისტანციურად მომუშავე ხალხის ჩართვაც შეიძლება.:

1. წვეულების დისტანციური ნაწილი

თუ ფიზიკურ წვეულებას აწყობთ, აუცილებელია დისტანციური ნაწილიც. შეგიძლიათ, სადღესასწაულო ვირტუალური ფონიც კი შექმნათ. ასევე, შესაძლებელია ერთსაათიანი პროგრამის შემუშავება, სადაც პირველი 15 წუთი წარმატების აღნიშვნას, ახალი თანამშრომლების მისალმებას და მილოცვას დაეთმობა.

მომდევნო 45 წუთი კი ვირტუალური შეხვედრების ოთახებისთვის გამოყავით — აქ კოლეგები ცალკე ისაუბრებენ, ერთმანეთს  უკეთ გაიცნობენ. აქ კარგი იქნება ფასილიტატორების დანიშვნაც, რომლებიც შეხვედრებს უხელმძღვანელებენ და მსგავს კითხვებს დასვამენ:

  • როგორ შეხვდებით ახალ წელს?
  • რომელი ფილმის გამოსვლას ელოდები?
  • როგორ ფიქრობთ, 2023 წელს რას დაუთმობთ ყველაზე დიდ დროს?

გახსოვდეთ, ჩართულობა სადღესასწაულო შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

2. არ დაგავიწყდეთ საჩუქრები

კერძო სადღესასწაულო წვეულებებისთვის შეგიძლიათ უზრუნველყოთ სასმელი და სადღესასწაულო კერძები. შეიძლება გქონდეთ კომპანიის სამახსოვრო ნივთები, როგორიცაა მაისურები და წყლის ბოთლები, რომლებსაც „მადლობის“ სათქმელად გასცემთ.

არ დაგავიწყდეთ საჩუქრების გაცემა, როდესაც საქმე ეხება დისტანციურად მომუშავე პირებს. მცირე მომზადებით, შეგიძლიათ უზრუნველყოთ, რომ თქვენი დისტანციური თანამშრომლებიც მიიღებენ ანალოგიურ საჩუქრებს. რეალურად, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის საჩუქარი იქნება ეს — მთავარია, ყურადღება გამოიჩინოთ და სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნათ.

3. ჩართულობა

დაბოლოს, ნუ აიძულებთ ყველას, მონაწილეობა მიიღოს ზეიმებში. ყველას არ უყვარს მსგავსი ტიპის გართობა და ხალხმრავლობა თუ ვირტუალური წვეულებები. მნიშვნელოვანია, ყველაფერი ნებაყოფლობითი იყოს, რათა „იძულებით“ მოსულებმა დისკომფორტი არ იგრძნონ. აქვე შეგიძლიათ, რეკომენდაციები და წინადადებები თავად თანამშრომლებისგან მიიღოთ.



Skoda Enyaq iV – სრულიად ელექტრო საოჯახო SUV

USAID-ის ხელშეწყობით, მალე ქართულ ბაზარზე მიცელიუმის შესაფუთი მასალები გამოჩნდება, რომელსაც ქართული სტარტაპი „სოკოსია“ ამზადებს