16
Jul
2019

იპოვე 20 მინიშნება Netflix-ის სერიალებიდან – კამპანია Spot The Reference

16 Jul 2019



თუ დააკვირდებით, ამ 60-წამიან ვიდეორგოლში Netflix-ის სერიალებიდან აღმოაჩენთ მინიშნებებს. სულ 20 მინიშნებაა. მაგალითად, მე-17 წამზე ჩნდება ფერადი ნათურები სერიალიდან “უცნაური ამბები”. რეკლამა იმითაა უჩვეულო, რომ სრულიად უბრალო სიუჟეტში საგულდაგულოდ დამალული ნაცნობი დეტალებია. ამის გამო, მაყურებელს რეკლამის ხელახლა ნახვის სურვილი უჩნდება. რეკლამა ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Bourgues Telecom გამოუშვა, რომელმაც ახალ მომხმარებლებს “ნეტფლიქსზე” ერთი წლის განმავლობაში გაუხსნა წვდომა. კამპანიაზე სააგენტომ BETC Paris იმუშავა. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პლატფორმა Spotthereference.com, სადაც ამ მინიშნებების გამოცნობის საშუალება გეძლევათ.

განხილვა