Hide&Seek ლონდონში დაფუძნებული საწარმოო კომპანიაა, რომელიც ტრანსფორმაციული ფილმების შექმნაზეა პასუხისმგებელი. სულ ახლახან გუნდმა ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმი (The Ten Dollar Death Trip) Netflix-ზეც გამოუშვა და, ზოგადად, მათ ნამუშევრებს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი უყურებს — ფილმები, რომლებიც ადამიანებს, ორგანიზციებსა და სამყაროს „ცვლის“ ბევრისათვის საყვარელ ხედვას წარმოადგენს.

Hide&Seek-ის ახალი კორპორატიული იდენტობის თანამედროვე, ავანგარდული და ინოვაციური ესთეტიკა შესანიშნავად ასახავს მათ მიერ წარმოებული ფილმების მაღალ ხარისხს. უბრალო შავ-თეთრ ფერთა პალიტრას ავსებს გაპრიალებული „მეტალის“ გრადიენტი, რაც სიმბოლოს დამატებით სიღრმეს და პროგრესულ „ტექნოლოგიურ“ თვისებებს ანიჭებს, ხელს უწყობს ორივეს თანდაყოლილი ინოვაციის ხაზგასმას — ტექნიკა და ფილოსოფია, რომელსაც Hide&Seek განასახიერებს.


















