in

“Vodafone Happy” კამპანიაში ცნობილი მიმის პერსონაჟი მონაწილეობს

“Hide the Pain Harold” ყველა ჩვენგანს ეხება, ზოგჯერ ყველანი ჰაროლდი ვართ…

BOG

2011 წელს ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა ანდრას არატოს ფოტო, რომელიც მალე მიმად იქცა. ის გახდა ვიზუალური მეტაფორა იმისა, თუ როგორ ვიღიმით ხოლმე შინაგანი ტკივილის ან უხერხულობის მიუხედავად. მართალია, უკვე 11 წელი გავიდა, მაგრამ მის ირგვლივ შექმნილი ფოტოების აჟიოტაჟი ჯერ კიდევ არ წყდება… ამიტომაც, Vodafone Italy-მ და ციფრულმა სააგენტო We Are Social Milan-მა გადაწყვიტეს, ეფექტური კამპანიისთვის სწორედ არატოსთან თანამშრომლობა გამოეყენებინათ.

ახალ ვიდეორგოლში მამაკაცი ღიმილით ითმენს, როცა მანქანას აფუჭებენ და იპარავენ, თანაც მას შემდეგ, რაც არასწორი პარკირების ბილეთი მისცეს. ასევე, ის იძულებულია, ზაფხულის მწველ სიცხეში შაბათ-კვირას თავისი უფროსის ქარხანას მიხედოს. და, მაინც, რაც არ უნდა მოხდეს, „ჰაროლდი“ კარგად მალავს ტკივილს — როგორც ამბობენ, გაიღიმე და სამყარო გაგიღიმებს.

არატოს პერსონაჟი თავის დისკომფორტს თრგუნავს, რადგან მას შეატყობინეს, რომ იგი Vodafone Happy-ის ხელახლა გაშვებული პროგრამის გამარჯვებული გახდა. ეს უკანასკნელი მომხმარებლების ერთგულებისთვის ისეთი პრიზებით აჯილდოებს, როგორიც მოგზაურობა დუბაიში, MINI-ს სრულად ელექტრო მოდელი და L5 ლაზერი.

კომპანიების გაერთიანებისას კულტურული თავსებადობა საერთო მიზნით მიიღწევა

5 დიდი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც გარემოს დაცვას დიდ ყურადღებას აქცევს