ონლაინ შეხვედრები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, მნიშვნელოვანი დეტალები რომ არ გამოგვრჩეს, შეხვედრებს კი ვიწერთ ხოლმე, მაგრამ საქმეს Bluetooth ყურსასმენები ართულებს. არადა, ხშირად ხმაურიან სივრცეებში სხვა გამოსავალი არ გვაქვს… და თუ გამოსავალზე ვსაუბრობთ, მაშინ HiDock P1 უნდა გაგაცნოთ — რეცოლუციური AI ხმის ჩამწერია, რომელიც Bluetooth-თანაც მშვენივრად მუშაობს, ტრანსკრიფტებსაც აკეთებს და შემდეგ ტექსტსაც ორგანიზებულად გვაწვდის. უზარმაზარ ნახტომს გვთავაზობს ტექნოლოგიებში და ონლაინ შეხვედრებსაც გვიმარტივებს.
P1-ის რევოლუციური BlueCatch-ის ტექნოლოგია ყურსასმენებს მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით უკავშირდება და ჩვეულებრივ იწერს საუბარს. ECM მიკროფონს გვთავაზობს, რათა ხმა მკაფიო იყოს. მაღალი მგრძნობელობის კომპონენტებით კი კრისტალივით სუფთა აუდიოს აფიქსირებს ხმაურიან აკუსტიკურ გარემოში, ამგვარად, მისთვის არც გადატვირთულ კაფეებსა თუ საკონფერენციო ოთახებში ჩატარებული შეხვედრების ჩაწერა წარმოადგენს პრობლემას.
64GB მეხსიერებითა და 600mAH ბატარეით, 1000-საათიანი აუდიო შეუძლია შეინახოს და ერთი დამუხტვით 8-საათის მანძილზე იმუშაოს. ამიტომ, არც ტევადობისა და არც ბატარეის ამოწურვაზე მოგიწევთ ღელვა.
მეტიც, P1 75-ზე მეტი ენის მხარდაჭერას გვთავაზობს Live ტრანსკრიფციებისა და თარგმანისთვის. შესაბამისად, საუკეთესო მოწყობილობაა საერთაშორისო ბიზნესებისა თუ კულტურათაშორისი თანამშრომლობის დროს. შეხვედრების შეჯამებაც შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუდიოს ტრანსკრიფციას სტრუქტურირებულ ფორმატში შემოგთავაზებთ და ასე დროს დაგიზოგავთ.
ეს ყველაფერი არც ძალიან ძვირი სიამოვნებაა, HiDock P1-ის AI ჩამწერი მოწყობილობის ფასი 169 დოლარია.