in

ჰიდრატაციის 10 ხერხი მათთვის, ვისაც წყალი არ უყვარს

წყალი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებაა და რადგანაც თავად ვერ გამოვიმუშავებთ სასიცოცხლოდ საკმარის წყალს, მარაგს საკვებითა და სითხეებით ვივსებთ. ცხადია, ჰიდრატაციის შენარჩუნება კარგი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კომპონენტია, თუმცა ბევრ ადამიანს არ უყვარს უბრალო წყლის დალევა. კარგი ამბავი კი ის არის, რომ მრავალი სხვა ჯანსაღი გზა არსებობს ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად.

M2
M2

რატომ არის ჰიდრატაცია მნიშვნელოვანი?

წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხეულის ფუნქციონირების მრავალი ასპექტისთვის. ჩვენი სისხლის დაახლოებით ნახევარი „სისხლის პლაზმაა“, სადაც 90%-ზე მეტი წყალია. სისხლის პლაზმა საჭიროა ენერგიის, საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის უჯრედებისთვის მისაწოდებლად. ამავდროულად, ის ხელს უწყობს თირკმლებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

ხოლო თუ საკმარის წყალს არ სვამთ, შეიძლება დეჰიდრატაციის ისეთი სიმპტომები დაგეწყოთ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, კონცენტრაციის დაქვეითება, ყაბზობა და პირის სიმშრალე. ამასთან, მძიმე დეჰიდრატაცია ზრდის თირკმლის ქვების და საშარდე გზების ინფექციების რისკს.

ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებამდე სანამ მიხვალთ, თუ წყურვილს გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული უკვე ოდნავ გაუწყლოებულია.

რამდენი სითხე გჭირდებათ?

ჩვენთვის საჭირო სითხის რაოდენობა ასაკთან ერთად იცვლება. ამასთან, სხეულის წონასთან მიმართებით ჩვენი მოთხოვნები მცირდება — ამგვარად, ახალშობილს უფრო მეტი სითხის მოთხოვნილება აქვს, ვიდრე მის მშობელს. გარდა ამისა, სითხის მოთხოვნილება დაკავშირებულია მეტაბოლურ საკითხებთან და ინდივიდუალურად განსხვავდება. ზოგადი შეფასებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოზრდილებში წყლის ნორმალური ბრუნვა შეადგენს სხეულის მთლიანი წონის დაახლოებით 4 პროცენტს დღეში

ათი იდეა სითხის საჭირო დონის შესანარჩუნებლად

  1. ჩამოტვირთეთ წყლის დალევის შესახსენებელი აპლიკაცია. ეს დაგეხმარებათ, მთელი დღის განმავლობაში აკონტროლოთ ჰიდრატაციის დონე.
  2. წყალს დაამატეთ უშაქრო არომატი (მაგალითად, ხილის ინფუზია), რათა ის უფრო გემრიელი იყოს. საყვარელი და მოსახერხებელი ჭურჭელი მთელი ღამის განმავლობაში მაცივარში დატოვეთ. მეორე დღეს კი წყლით შეავსეთ და ყველგან თან წაიღეთ.
  3. ბუნებრივი არომატისთვის, წყალს დაამატეთ ცოტა ახალი ხილი — მაგალითად, ლიმონი, კენკრა, ანანასი ან ფორთოხლის ნაჭრები.
  4. შეგიძლიათ, ცივი ჩაი მოამზადოთ — ინტერნეტში ბევრი შესანიშნავი რეცეპტია, რომელიც უშაქრო ცივი ჩაის მომზადებაში დაგეხმარებათ.
  5. წყალში ცოტაოდენი ტკბილი სასმლის დამატება შეგიძლიათ — მაგალითად, გამაგრილებელი სასმლის ან ხილის წვენის. დიეტური ლიქიორებიც ნაკლებ შაქარს შეიცავს.
  6. Slushy — დილით ერთმანეთს შეურიეთ ახალი ხილი, ყინული და წყალი. ის გემრიელიცაა და მეტი სითხის მიღებაშიც დაგეხმარებათ დღის განმავლობაში.
  7. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ უბრალო წყალი გაზის ბუშტუკებით უფრო გემრიელია.
  8. სანამ რამეს შეჭამთ, ჭიქა წყალი დალიეთ და ეს ერთგვარ ჩვეულებად აქციეთ.
  9. მიირთვით წყლით მდიდარი ხილი და ბოსტნეული — ბევრ ხილსა და ბოსტნეულს აქვს მაღალი წყლის შემცველობა, მაგალითად, კენკრას, ფორთოხალს, ყურძენს, სტაფილოს, სალათის ფოთოლს, ისპანახს და ნესვს.
  10. გამოიყენეთ წყლის ბოთლი — თან ატარეთ დღის განმავლობაში და ღამით საწოლთან დაიდგით.

 

წყარო: Science Alert

მთვარეზე არსებული წყლის ერთ-ერთი წყარო მზე აღმოჩნდა! — კვლევა

Genially — პლატფორმა ვიზუალური კონტენტის მარტივად შესაქმნელად