27
Feb
2019

მსოფლიოს ყველაზე დიდი ელემენტის მქონე სმარტფონი

27 Feb 2019

veon
veon


“ელემენტი, რომელსაც მობილური აქვს” – ასე მოიხსენიებს ხალხი სმარტფონს “Energizer Power Max P18K Pop”, რომლის სიგანეც 18 მილიმეტრია. როგორც უცხოურ საიტებზე წერენ, მისი სისქე 3.5 შეერთებული აიფონის სისქეს უდრის. უდიდესი მოცულობის – 18 000 მილიამპერიანი ელემენტის მქონე მობილურის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ იგი დატენვის გარეშე ერთი კვირა ძლებს, ხოლო მუდმივ ვიდეო-რეჟიმში კი – 48 საათი.

 

მობილური პირველად Mobile World Congress 2019-ზე წარადგინეს. 128 GB მეხსიერების მქონე სმარტფონს წინ ორი, უკან კი სამი კამერა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი სრულად დატენვა 8 საათშია შესაძლებელი. თუმცა, ერთი შეხედვით კარგი მონაცემების მქონე სმარტფონი რამდენად პრაქტიკულია, ამას მისი გამოსვლის (ზაფხული) შემდეგ გავიგებთ.

განხილვა