წელს „ჰაილენდერ ედვენჩერ საქართველო“ მეორედ ატარებს ლაშქრობის ფესტივალს სვანეთში, სვანეთის დმო კი მეორედ მასპინძლობს მას.
19 ივლისს 165 ჰაილენდერი 10 ქვეყნიდან (ხორვატია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გერმანია, საფრანგეთი, დომინიკის რესპუბლიკა, სლოვენია, უკრაინა, იორდანია, და სხვა) ესტუმრა სვანეთს, რათა დასწრებოდა რამდენიმე სავალდებულო მასტერკლასს და გამთენიისას, რეგისტრაციის შემდეგ დაეწყო ლაშქრობა.
ლაშქრობის ფესტივალი ეკოლოგიური, მდგრადი სამთო ტურიზმის პროდუქტია. მისი მიზანია საქართველოს საერთაშორისო ბაზრისთვის წარდგენა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობა — როგორც სათავგადასავლო ტურიზმის პროვაიდერი ქვეყნისა. პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას. რაც შეეხება გლობალურ მნიშვნელობას, პროექტი ქვეყნის მრავალფეროვნებას ფართო აუდიტორიას აცნობს. ასევე, Highlander მიზნად ისახავს სვანეთის, როგორც საუკეთესო სალაშქრო ადგილის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის ბუნებრივ ადგილებს, მწვანე გარემოს, ხალხს, ადათ-წესებს, პროდუქტებსა და სერვისებს პოპულარიზაციას.
Highlander Adventure Georgia ლიცენზირებული საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალია, სადაც ბილიკები საგულდაგულოდ არის შერჩეული ადგილობრივი გამყოლების მიერ, რათა უზრუნველყონ უნიკალური გამოცდილება მონაწილეებისთვის.
მდგრადი მიდგომით, ლაშქრობის ფესტივალის ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკების ჩამოყალიბებას, მათ შორის ორგანული საკვების გამოყენებას, ნულოვანი ნარჩენების მიდგომას და ადგილობრივი ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. HIGHLANDER გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ ლაშქრობის კულტურის პოპულარიზაციას ქვეყანაში.
პროექტს ატარებს HIGHLANDER Adventure Georgia, სვანეთის დმო-ს შანლენდის მასპინძლობით, პროექტი ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასები სააგენტოსთან პარტნიორობით და ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით. ასევე, პარტნიორები არიან: დანიშნულების მართვის ორგანიზაცია შან-ლენდ, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, პუმა, სტეპენი.
[R]