Twitter-მა ქალაქ ნიუ იორკის ქუჩებში წლის საუკეთესო Tweet-ები გამოფინა. პლაკატები და ბილბორდები, რომლებიც Twitter–ის გარე კამპანიის ნაწილია, მიზნად ისახავს აჩვენოს, თუ როგორ დააკავშირა მან მთელი მსოფლიო და რთული პერიოდის განმავლობაში ადამიანებს განწყობა შეუნარჩუნა.
”ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ წელს მოხდა, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმ იუმორისა და სიმსუბუქის გამდიდრებით, რაც ხალხმა Twitter- ზე შემოიტანა.” – რობინ ტილოტა, Twitter-ის მარკეტინგის დირექტორი.
პლატფორმამ გაგვიზიარა ქალაქის სხვადასხვა ადგილებში მიმოფანტული ბილბორდებისა და პლაკატების ფოტოები, რაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გაგახალისებთ წლის დასასრულს და თანაც, მტკივნეულ საკითხს იუმორისტულ ჭრილში დაინახავთ.





















