in

ამერიკული გეგმარება, რეკრეაციული ზონა და საჩუქარი მყიდველს – „ჰილსაიდ ისთეითის” შეთავაზება

პროექტს Hillside Estate ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. გახსოვთ, ალბათ, დაახლოებით 1 თვის წინ გაგაცანით ამერიკული გეგმარების სტილით დაპროექტებული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც თბილისთან ახლოს, საგურამოში მდებარეობს

2021 წლის ბოლოს პანდემია რომ, მეტნაკლებად, უკვე ჩავლილი იყო, ჰილსაიდ ისთეითის იდეის ავტორებმა მუშაობა დაიწყეს ახალ პროექტზე, რომელიც თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის გაშენებას ისახავდა მიზნად. მათი ინსპირაცია პანდემიის პერიოდში მიწის ნაკვეთებზე გაზრდილი მოთხოვნა იყო და გადაწყვიტეს, თავად გამხდარიყვნენ ის ადამიანები, ვინც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა

კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი ბერიშვილი Marketer-ს გაესაუბრა და პროექტის შესახებ საინტერესო დეტალები გაუზიარა.

M: გიორგი, გარდა ნაკვეთებზე გაზრდილი მოთხოვნისა, კიდევ რამ მისცა ბიძგი თქვენს იდეას?

თბილისის შემოგარენში მოწესრიგებული მიწის ნაკვეთების სერიოზულმა პრობლემამ. ეს იმას გულისხმობს, რომ ნაკვეთებთან, როგორც წესი, არ არის ხოლმე მიყვანილი არანაირი კომუნიკაცია და არ არსებობს საჯარო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სკვერი, რეკრეაციული ზონა, სათამაშო მოედნები და .. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი საცხოვრებელი უბანი, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს შესთავაზებდა მიწის ნაკვეთს, უზრუნველყოფილს ყველა სახის კომუნიკაციითა და საჭირო ინფრასტრუქურით. 

M: რას უკავშირდება ამერიკული ტიპის გეგმარების შექმნის გადაწყვეტილება?

კომპლექსის დასაპროექტებლად ჩვენ გამოვიყენეთ ამერიკული ტიპის გეგმარება. ამერიკულ ფილმებში ალბათ ყველას გინახავთ სახლსა და გზას შორის გაშენებული მწვანე მდელო, რომელიც არ არის ღობით შემოსაზღვრული. ეს გეგმარება გადმოვიტანეთ ჩვენს პროექტში, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა მყიდველი შეიძენს ნაკვეთს, მისი სახლი გზისგან პატარა მდელოთი იქნება გამოყოფილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სარეკრეაციო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. არცერთ მოსახლეს არ ექნება უფლება, რომ ზედ გზის პირას ბეტონის ღობე ააშენოსპრივატულობის მიზნით, ყველა სახლს, რომელსაც მიწის ნაკვეთის მყიდველი შეიძენს ექნება შემოსაზღვრული უკანა ეზო.

M: აღგვიწერეთ თვითონ პროექტი: რა უპირატესობები აქვს მას და როგორ არის გათვალისწინებული პოტენციური მომხმარებლის სურვილები?

საპროექტო ტერიტორია 14 ჰექტარ მიწას მოიცავს, რომელიც დაყოფილია 90 მიწის ნაკვეთად. ჩვენ გვაქვს განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, ამიტომ ეს რაოდენობა ვერ გაიზრდება და ვერც თითო ნაკვეთის დაყოფა ვერ მოხდება. ამასთან, თითოეულ მიწის ნაკვეთთან მიყვანილია ყველა სახის კომუნიკაცია: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგების სისტემა, სანიაღვრე არხები და ცენტრალური საკანალიზაციო ქსელი. გარდა ამისა, ჰექტარნახევარ ტერიტორიაზე ვაკეთებთ რეკრეაციულ პარკს, სადაც განლაგდება ბავშვთა გასართობი სივრცეები, ფეხბურთის მოედანი, ტენისის კორტი, 900 მეტრის ველობილიკი და სხვა. ამ პარკს შუაზე კვეთს წყლის არხი. ვფიქრობ, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ მთლიანი ტერიტორია არის შემოსაზღვრული და დაცული იქნება გარეშე პირებისგანაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობენ, ბავშვები თავისუფლად ითამაშებენ გარეთ და .

M: რა ტიპის სამშენებლო ნებართვები აქვს მიღებული კომპანიას ამ პროექტის განხორციელებესთან დაკავშირებით?

მინდა ხაზი იმასაც გავუსვა, რომ კომპანიას ყველა საჭირო ნებართვა აღებული და დამტკიცებული აქვს, მათ შორის განაშენიანების დეტალური გეგმა. მიღებული გვაქვს თანხმობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან, ჩაბარებულია სკრინინგის ანგარიში და სხვა. ერთი სიტყვით, ადმინისტრაციული ორგანოებისგან მიღებული გვაქვს ყველა საჭირო ნებართვა და თანხმობა. ეს ყველაფერი კი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის ამარტივებს სახლის მშენებლობის ნებართვის მიღებას.

M: როგორც ვიცით, მომზადებული გაქვთ დენდროლოგიური პროექტიც. 

დიახ, ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიას ერთი მხრიდან ესაზღვრება თბილისის ეროვნული პარკი, ხოლო მეორე მხრიდან თეზამის ხეობა, გვინდა, რომ კიდევ უფრო გამორჩეული ეკოსისტემა შევქმნათ. ამიტომ რეკრეაციულ ზონაში დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად შერჩეული, 300-ზე მეტი მცენარე დაირგვება.  ჩვენი სურვილია, რომ საცხოვრებელ უბანში ძალიან ლამაზი ცენტრალური პარკი გვქონდეს.

M: როგორი ტიპის სახლები აშენდება ტერიტორიაზე, ამას მომხმარებელი წყვეტს?

მიწის ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში, ჩვენ მყიდველს ვჩუქნით სახლის პროექტს. უცხოელი არქიტექტორების დახმარებით შევიმუშავეთ 6 სხვადასხვა ტიპის პროექტი. ეს არის კომპანიის საჩუქარი მომხმარებლისთვის, რომლითაც ის დაახლოებით 10-12 000 დოლარს დაზოგავს. რა თქმა უნდა, მას თავისი ინდივიდუალური პროექტითაც შეუძლია სახლის აშენება, ოღონდ აქ ის არის გასათვალისწინებელი, რომ სახლი არ უნდა ამოვარდეს საერთო კონცეფციიდან და უნდა შეესაბამებოდეს განაშენიანების გეგმას

M: თქვენი მიმდინარე და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ…

ახლა ვმუშაობთ მთლიანი პროექტის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ეს იქნება გზის მოწყობა, გარე განათების ქსელის გამართვა თუ სხვა და მიზნად ვისახავთ, რომ 2024 წლის ბოლოს ყველა სახის სამუშაო იყოს დასრულებული

M: ექნება თუ არა მიწის ნაკვეთის მყიდველს განსაზღვრული ვადა სახლის ასაშენებლად?

მყიდველთან ვთანხმდებით იმაზე, რომ ნაკვეთის ყიდვიდან 30 თვეში მან უნდა დაასრულოს სახლის მშენებლობა. საუბარია ექსტერიერზე, რადგან გვინდა, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები და არ შეწუხდნენ მომიჯნავე მეზობლები. ხშირად ხდება, რომ ადამიანი ყიდულობს სახლს და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აშენებს. საერთო კომფორტის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მალე უნდა დასრულდეს ძირითადი სამუშაოები. მერე უკვე ინტერიერში როდის და რას გააკეთებს მეპატრონე, უკვე მისი საქმეა.

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არ მინდა გამომრჩეს, არის ის, რომ ჩვენ არ გვსურს უბრალოდ კომპლექსის შექმნა, გვინდა, რომ წვლილი შევიტანოთ კარგი სამეზობლოს შექმნაში, რომელიც სასიამოვნო გარემოში იცხოვრებს.  

M: როგორ მიდის გაყიდვების პროცესი და როგორია თქვენი პროგნოზი?

უკვე დაწყებულია და გაყიდულია დაახლოებით 15%, თუმცა ვგეგმავთ, რომ მომავალი 2 თვის განმავლობაში კიდევ 10%- გავყიდით.

[R]

კრიპტო ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ბლოკჩეინი გამოუშვა

როგორ წავშალოთ სოციალური ქსელების ანგარიშები სამუდამოდ?