in

საგურამოში პრემიუმ კლასის დასახლების მშენებლობა ახალ ეტაპზე გადადის — Hillside Estate

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქალაქის ხმაურის, ცხოვრების ჩქარი ტემპისა და გადატვირთული ქუჩებისგან თავის დაღწევა. ბევრი ჩვენგანი ამჯობინებს, გაცილებით მშვიდ ადგილას დასახლდეს, სადაც უფრო მეტად ეკოლოგიური გარემო, სიმშვიდე და, ამავდროულად, თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი იქნება. სწორედ ასეთ კონცეფციას ეფუძნება Hilside Estate — უმაღლესი კლასის საცხოვრებელი უბანი, რომელიც თბილისთან ახლოს, საგურამოში მდებარეობს.

პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო — ინსპირაცია პანდემიის პერიოდში მიწის ნაკვეთებზე გაზრდილი მოთხოვნა იყო და პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, დაეკმაყოფილებინათ ეს მოთხოვნა და მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინათ, თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით დაგეგმარებული, საცხოვრებელი გარემო.  დღეისათვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია — მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჰილსაიდ ისთეითის გუნდი ყოველდღიურად ზრუნავდა უბნის განვითარებაზე, რათა რაც შეიძლება მალე შესთავაზონ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი.

ახლა კი, ვინაიდან წლის ბოლო ეტაპზე ვიმყოფებით, შეგვიძლია „ჰილსაიდ ისთეითის“ 2023 შევაჯამოთ — კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი ბერიშვილი გვიზიარებს, რა სამუშაოები შეასრულეს მიმდინარე წლის განმავლობაში და როგორ მიმდინარეობს დასახლების მშენებლობის სამზადისი.

M: პირველ რიგში, ვისაუბროთ, რამდენად ნაყოფიერი იყო ეს წელი ჰილსაიდ ისეთეითისთვის და რა მთავარ სიახლეებს გამოყოფდით?

საკმაოდ დატვირთული, საინტერესო და ბევრი მიღწევის წელი იყო… პირველ რიგში, 20-თვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, მთელ ტერიტორიაზე, რაც 14 ჰექტარს გულისხმობს, განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა. ამან შესაძლებლობა მოგვცა, სამშენებლო სამუშაოები დაგვეწყო, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამავდროულად, 2023-ში დაგეგმილი გვქონდა მთლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება — ეს გულისხმობს ყველა სახის კომუნიკაციის, მათ შორის წყალმომარაგების ქსელის, მთლიანი ტერიტორიის ელექტროფიკაციის, სანიაღვრე სისტემისა და გაზიფიცირების მოწყობას. აქ საგულისხმოა, რომ ყველაფერი არა მხოლოდ ბოლომდეა მიყვანილი, არამედ განსაზღვრულ დროზე ადრეც კი დავასრულეთ. პრაქტიკულად, მთლიან ტერიტორიაზე მოწყობილია კომუნიკაციის სისტემები.

გარდა ამისა, მთლიანი სარეკრეაციო სივრცის ნახევარზე მეტი დასრულებული სახითაა წარმოდგენილი — დავატერასეთ ცენტრალური პარკი, დაახლოებით 300-მდე უნიკალური ჯიშის ხის დარგვა მოვასწარით. აქცენტი დიდი ზომის ხეებზე გავაკეთეთ, რათა უფრო მარტივად გაგვემწვანებინა ტერიტორია — 2-3 წელიწადში კი მაცხოვრებლებს საოცარი, რეკრეაციული სივრცე ექნებათ.

ამასთანავე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დათქმულ ვადაზე ადრე დავიწყეთ საგზაო სამუშაოები, ბორდიურების დამონტაჟება და ტროტუარების მოწყობა. მოეწყო ჭაბურღილიც და 400-ტონიანი რეზერვუარი, საიდანაც მთელი ტერიტორიის წყალმომარაგება იქნება შესაძლებელი. რეალურად, ეს საქმეები მომავალი წლის ზაფხულში უნდა შეგვესრულებინა, მაგრამ ყოველდღიური დაუღალავი შრომის შედეგად, ახალ წელს ასე „ნაადრევად მომზადებულები“ ვხვდებით.

M: როგორც აღნიშნეთ, ბევრი რამ ვადაზე ადრე განახორციელეთ — როგორ მოახერხეთ ეს და გარკვეული სირთულეების გადალახვა თუ გიწევდათ?

რეალურად, დიდი დრო წაიღო ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა, უბრალოდ მაქსიმალურ ენერგიას ვდებდით საქმეში, რათა გრაფიკს არ ჩამოვრჩენოდით. ზოგჯერ უამინდობა გვიშლიდა ხელს, ზოგჯერ კი — მცირე დეტალები, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში ვპოულობდით გამოსავალს.

M: და შემდგომ გასაკეთებელი თუ უკვე გაკეთებულია, როგორ იმოქმედა ამან სამომავლო გეგმების ცვლილებაზე?

გაზაფხულისთვის, როდესაც პოტენციური მობინადრეები ჩამოვლენ, სრულად მოწყობილი ტერიტორია დახვდებათ. აქამდე რაც განვახორციელეთ, ძირითადად „მიწისქვეშა“ სამუშაოები იყო, რაც ვიზუალურად ასე არ ჩანს, თუმცა მათ გარეშე დანარჩენს ვერ გააკეთებ… ზოგადად, ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნა, არამედ ლამაზი გარემოს უზრუნველყოფაცაა. ეს უკანასკნელი სრული კომფორტის განუყოფელი ნაწილია.

თანაც ვადაზე ადრე განხორციელებულმა საქმეებმა დაგვანახა, რომ დამატებითი რესურსი გვაქვს სარეკრეაციო სივრცის განსხვავებულად მოსაწყობად. ამიტომაც შემდეგ წელს სტადიონების, ტენისის კორტების მოწყობასაც ვგეგმავთ.

საბოლოოდ, ინფრასტრუქტურულ და ყველა ტიპის სამუშაოებს მომდევნო წლის ბოლომდე დავასრულებთ. 

რადგანაც მშენებლობის ნაწილი ვახსენეთ, აქ იმასაც გაგიზიარებთ, რომ მიწის ნაკვეთის შემძენებს სახლის აშენება შეუძლიათ როგორც საკუთარი პროექტით და მშენებლებით, ასევე ჩვენი კომპანიის მეშვეობით. ჩვენ ასევე მყიდველებს საჩუქრად ვთავაზობთ  6 პროექტიდან ერთ-ერთს. სახლის პროექტების ნახვა შეგიძლიათ ჩვენი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

M: ამ ეტაპისთვის როგორ შეაფასებდით გაყიდვების ტემპს?

გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს. 2023 წლის მეორე ნახევარში მოვახერხეთ მიწის ნაკვეთების დაახლოებით 25%-ის გაყიდვა, რაც კარგი შედეგია და მეტყველებს ჩვენი პროექტის მიმზიდველობაზე. ჩვენი მობინადრეების ნაწილი გაზაფხულიდან გეგმავენ სახლების მშენებლობის დაწყებას.

M: მომდევნო წლიდან რაიმე ცვლილება თუ იგეგმება ნაკვეთების ღირებულებასთან დაკავშირებით?

დიახ,  მომდევნო წლიდან, დასახლების განვითარებასთან ერთად, ნაკვეთის ფასი 20%-ით გაიზრდება.

[R]

საუკეთესო წინ არის!

შეცვალე ხუნდები და „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ – „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტსერია