in

თბილისში სასტუმრო Hilton იხსნება

თბილისში „ჰილტონის“ პირველი სასტუმრო იხსნება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ჭავჭავაძის გამზირზე (#64 ), ამერიკული სტანდარტების შესაბამისი, ბიზნესკლასის სასტუმრო Hilton Garden Inn, 2020 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება.

bog
bog-mob

„ქალაქის ცენტრში წარმოდგენილი 170 ნომრიანი Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze კომფორტულ გარემოს სთავაზობს ნებისმიერი მიზნით ჩამოსულ სტუმრებს, იქნება ეს ბიზნეს შეხვედრები, თუ ტურისტული ვიზიტი. სასტუმროში განლაგებულია 8 საკონფერენციო დარბაზი, ულამაზესი ხედით და დღის შუქით და ქართული რესტორანი, რომელიც განსაკუთრებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს. გარდა ამისა, არის  სპეციალური კონცეფციური მაღაზია და სავარჯიშო დარბაზი 24/7“.

Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze კომპანია Redix-ის პროექტია. სასტუმროს ოპერირებას გაუწევს Hilton Worldwide, რომელიც მსოფლიოს 114 ქვეყანაში, სასტუმროებისა და კურორტების 17 ბრენდს მართავს. თავად Hilton Garden Inn კი, სტუმრებს, 800-ზე მეტ სასტუმროში, მსოფლიოს 40 ქვეყანაში მასპინძლობს.

ქართული პლატფორმა ფრილანსერებისთვის – სტარტაპი “მაიფრილანსი”

ACORN ინგლისურად რკოს ნიშნავს, ქართულად – ხელნაკეთი ჩანთების ბიზნესს