სარეკლამო სააგენტო Saatchi&Saatchi-ს გრაფიკულმა დიზაინერმა – ლაშა გიორგაძემ, Hilton Garden Inn-ის ლოგოს ქართულად ადაპტირებაზე იმუშავა. მან ახალი შრიფტი შექმნა, რისთვისაც ორიგინალი, ლათინური შრიფტის პროპორციები გაითვალისწინა. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Hilton Garden Inn თბილისში მომავალ წელს გაიხსნება და მის ფასადზე დატანილი ქართულენოვანი წარწერა, სწორედ, ლაშას მიერ იქნება ადაპტირებული.
ადაპტაციისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს შრიფტის პროპორციები, ჩონჩხი, ჰორიზონტალური და ვერტიკალური შტრიხის სისქეები, ფონტის ხასიათი, სული და გეომეტრიული სიზუსტე. ასევე, ამ დროს, ქართულმა შრიფტმა არ უნდა დაკარგოს საკუთარი თავი და არ გახდეს ხელოვნური გეომეტრიული მსგავსება ლათინურისა. ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრულობის შეგრძნება ამ ყველაფრის შემდეგ, უნდა გრძნობდე თითოეულ ასონიშანს მის ხასიათს. მნიშვნელოვანია ასონიშნები ჰარმონიულად გამოიყურებოდნენ ერთმანეთის გვერდით და არ იყვნენ განსხვავებული ხასიათის მატარებლები“, – ლაშა გიორგაძე.