in

Hilton garden Inn Tbilisi Riverview პლასტმასის ნარჩენების შემცირებისთვის

სასტუმრო Hilton garden Inn Tbilisi Riverview „ჰილტონის” საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც გახსნის დღიდანვე მიზნად ისახავს გარემოზე ზრუნვას და მდგრადი განვითარების მიმართულებას ნერგავს. ამ მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი გზა იყო პლასტმასის ნარჩენებთან ბრძოლა და მათი სწორი მენეჯმენტი, ამიტომ, იმის გარდა, რომ თავადაც ახორციელებდა ღონისძიებებს, გუნდმა მონაწილეობა მიიღო CENN-ის მიერ წამოწყებულ პლასტმასის შემცირების კამპანიაში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ნორვეგია უჭერდნენ მხარს.

კამპანიაში ჩართვის შემდეგ პირველი ნაბიჯი იყო არსებული ინვენტარის გადახედვა და ისეთი რესურსების მინიმუმამდე დაყვანა, რომლებიც შეიცავდა დიდი რაოდენობით პლასტიკს. ასეთი იყო პლასტმასის წყლის ბოთლები, რომლებიც სრულად იქნა ამოღებული სასტუმროს Coffee შოპიდან. ამას გარდა, CENN-ის რეკომენდაციით, შეიცვალა პლასტმასის ბინულები და დისპენსერები, დაიწყო თანამშრომლობა „ტენესთან” და მათი ყუთი სასტუმროს შესასვლელში განთავსდა.

Hilton garden Inn Tbilisi Riverview-ს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი, მარიამ ზირაქაშვილი ამ ვიდეოში ჰყვება, თუ როგორ გახდა გარემოზე ზრუნვა ბრენდის ერთ-ერთი პრიორიტეტი თავიდანვე და რა შედეგები მოჰყვა პლასტმასის შემცირების კამპანიას.

„მსმენელი ვარ თუ მუსიკოსი, ორივე როლში მედიტაციურ მდგომარეობაში ვარ” – INFEST

განახლებული MySilknet აპლიკაცია: მეტი კომფორტი, მეტი ფუნქციონალი, მეტი შესაძლებლობა