თბილისში ახალი სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Riverview იხსნება, რომელიც პირველ სტუმრებს მომავალ თვეში უმასპინძლებს.
თანამედროვე ტიპის 160-ნომრიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებზე.
სასტუმროდან 3 კილომეტრის მანძილზეა ნარიყალას ციხესიმაგრე, გოგირდის აბანოები, სამების საკათედრო ტაძარი; დედაქალაქის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები, მათ შორის ლეღვთახევის ჩანჩქერი და ეროვნული ბოტანიკური ბაღი.
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თანამედროვე დიზაინით და მაღალი დონის მომსახურებით გამოირჩევა.
სასტუმროში იმუშავებს რესტორანი Together & Co., სადაც სტუმრებს საუზმით, სადილითა და ვახშმით გაუმასპინძლდებიან, ბარში კი გემრიელ კოქტეილებს შესთავაზებენ, რომლებიც სპეციალურად „ჰილტონის“ სასტუმროებისთვის არის შექმნილი. მათ შორის არის უახლესი კოქტეილი Simia Sour, რომელიც „ჰილტონის“ მიქსოლოგებმა შექმნეს.
იცოდით, რომ სწორედ ამ ქსელში, კარიბის კუნძულებზე, ჯერ კიდევ 1950 წელს შეიქმნა პირველი პინა კოლადა? მას შემდეგ Hilton განაგრძობს სტუმრებისთვის გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიგნებებით განებივრებას როგორც საკვებით, ასევე გემრიელი კოქტეილებით.
Together & Co. არა მხოლოდ კვების ობიექტი, არამედ თბილი, მყუდრო, Hilton Garden Inn-ის სტილში შექმნილი სივრცეა, სადაც ადამიანები მეტ დროს გაატარებენ ერთად. ეს იქნება იდეალური ადგილი განტვირთვისა და დასვენებისთვის, შეხვედრისა და ურთიერთობისთვის, იდეებისა და ამბების ერთმანეთისთვის გასაზიარებლად, გემრიელი საკვებისა და სასმელების თანხლებით.
ასორტიმენტში ყოველთვის აღმოაჩენთ როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ ტრადიციულ გემოებს ახალი განსხვავებული ელემენტებით.
სტუმრების განკარგულებაშია ფიტნეს-ცენტრი, 24-საათიანი სასტუმროს მაღაზია, რომელიც ვიზიტორებს უმაღლესი ხარისხის ჯანსაღ, გემრიელ და ახალ პროდუქტებს შესთავაზებს. სასტუმროში უზრუნველყოფილია უფასო Wi-Fi და სამრეცხაო.
საქართველოს დედაქალაქში სტუმრობისას, თითოეულ ნომერში სტუმრებს დახვდებათ კომფორტული ლოგინი, ტევადი სამუშაო მაგიდა ერგონომიული სავარძლით, მინი-ბარი და ყველანაირი პირობა არომატული ყავის მოსამზადებლად.
„სასტუმრო სტუმრებს კომფორტულ და მყუდრო ნომრებს სთავაზობს, მიუხედავად იმისა, საქმიანი მოგზაურობაა ეს მათთვის თუ, უბრალოდ, დასვენება. ჩვენი გუნდის წევრები მოუთმენლად ელიან სტუმრებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში, „Hilton“-ის განთქმული მზრუნველი სერვისით“, — ამბობს Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ის გენერალური მენეჯერი კაროლი ლაკატოსი.
საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის გამოყოფილია სამი საკონფერენციო დარბაზი, რომლებიც ყველანაირი საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი და 100-მდე სტუმარს მოემსახურება.
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview კეთილგანწყობილია შინაური ცხოველების მიმართ და მზადაა, სტუმრები მათ საყვარელ თანამგზავრებთან ერთად მიიღოს.
და, რაც ყველაზე მთავარია, Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ს გამოარჩევს განსაკუთრებული სტუმართმოყვარე გარემო, რომელსაც თითოეული სტუმარი იგრძნობს, ამაზე კი სასტუმროს პროფესიონალი გუნდი იზრუნებს, რადგან „It Matters Where You Stay!“
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ის მისამართია: თბილისი, იალბუზის ქ. N17.
[R]