უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებების გამო, მყინვარი ახლა იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე ოდესმე…
ციფრები არსებული პრობლემის სიმძიმეს კიდევ უფრო ააშკარავებს — წინა ათწლეულთან შედარებით, 2011-2020 წლებში დნობის ტემპი 65%-ით მაღალია. მართალია, მეცნიერებმაც კარგად იცოდნენ, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებას ყინულის დნობა მოჰყვებოდა შედეგად, მაგრამ მსგავსი სიჩქარე ნამდვილად წარმოუდგენელი იყო მათთვის… ICIMOD-ის განცხადებით, თუ დნობა ამ ტემპით გაგრძელდება, მყინვარები ამჟამინდელი მოცულობის 80%-ს საუკუნის ბოლოსთვის დაკარგავს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ მყინვარები ჰინდუქუშის რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 240 მილიონი და ხეობებში მცხოვრები 1.65 მილიარდი ადამიანისთვის წყლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. მყინვარები მსოფლიოში 10 ყველაზე მნიშვნელოვან მდინარეთა სისტემასაც კვებავს, რომელთა შორისაც განგის, მეკონგის, ყვითელი და სხვა სისტემები გვხვდება — პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით, მილიარდობით ადამიანს ამარაგებს საკვებით, ენერგიით, სუფთა ჰაერითა და სხვა შემოსავლებით.
გლობალურმა დათბობამ საშუალო ტემპერატურის მხოლოდ 1.5-2 გრადუსამდე დათბობა რომ გამოიწვიოს, მყინვარი 2100 წლისთვის ნახევარს ან მესამედს მაინც დაკარგავს. ყველაზე მეტად კი მსოფლიოს ღარიბი ქვეყნები და ისინი დაზარალდებიან, ვისაც რეალურად ნაკლები წვლილი მიუძღვით გლობალურ დათბობაში.