9
Nov
2018

არიიიის!!! „შაბათს, ფლორენციაში, იტალიასთან სარაგბო მატჩს 8-10 ათასი ქართველი დაესწრება“

9 Nov 2018

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ათი ათასობით ქართველი, უცხო ქვეყანაში სტუმრად, მარჯვენა ხელით, გულზე მჯიღს რომ იცემს და ჩვენი ქვეყნის ჰიმნს გუგუნებს?! – ქართველებს კიდევ ერთხელ მიეცათ გაერთიანებისა და მღერის საბაბი და ხვალ, რესპუბლიკის მოედანზე ქართველი მორაგბეების მხარდასაჭერად, გულშემატკივრები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მონაწილეები გახდებიან.

„აბა, მითხარით, რამდენი ქვეყანა იცით, რომელიც მოლდოვებსა და მალტებთან ფეხბურთზე 55 ათასიან სტადიონს გაავსებს? რამდენი ქვეყანა იცით, რომელიც ლუქსემბურგთან კალათბურთზე 10 ათასიან სპორტის სასახლეს გაავსებს? რამდენი ქვეყანა იცით, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც 1 თვეში სუმოს ტერმინოლოგიას ისწავლის და დილაობით სამსახურებში ბუთქუნა კაცების ლაივს ჩაუჯდება?“ – წერდა გოჩა თანდარაშვილი.

10 ნოემბერს, ფლორენციაში – იტალიასა და საქართველოს შორის რაგბის თამაშია. მანამდე კი, ამ ამბავს ქართველებმა არაერთი პატრიოტული თუ სხარტი იუმორით გაჟღენთილი სტატუსი მიუძღვნეს:

„სხვადასხვა ცნობების მიხედვით, შაბათს ფლორენციაში, იტალიასთან სარაგბო მატჩს 8-10 ათასი ქართველი დაესწრება“, – ოთარ საბაშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს:

შემდეგ კი, მისმა ხუმრობამ „განჯის კარიბჭეზე“, ბროლის ბუც კი აიღო“. 

ზოგიერთმა, მაგალითად, საშა მაყაშვილმა, იმის გამო, რომ ფლორენციაში რაგბიზე დასასწრებად ვერ მიდიოდა, გადაწყვიტა, საკუთარი წვლილი შეეტანა „ქართველების მიერ რენესანსის დედაქალაქის დაპყრობის საქმეში“ და საგულშემატკივროდ მნიშვნელოვანი ფრაზების ქართულ-იტალიური ლექსიკონი შეადგინა, „რათა აბორიგენი მოსახლეობის ქართველების ტალღაზე გადმოყვანა“ გამარტივებულიყო.

მეგობრებო, რადგან ფლორენციაში რაგბზე დასასწრებად ვერ მივდივარ, გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა ქართველების მიერ…

Gepostet von Sasha Makashvili am Donnerstag, 8. November 2018

„რაგბი ჩვენი თამაშია – rugby e un gioco nostro რაგბი ე უნ ჯოკო ნოსტრო (არტიკლში ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ეგ არაფერი);
სუძია პიდარასტ – arbitro frocio არბიტრო fროჩო;
მადლობა ბატონო ბიძინა – grazie signor bizina გრაციე სინიორ ბიძინა;
დემოკრატია ლობიოს ჭამა არ არის – democrazia non e mangiare fagioli დემოკრაცია ნონ ე მანჯიარე fაჯოლი;
ლელო ლელო საქართველო – meta meta Georgia მეტა მეტა ჯორჯა;
we dance together, we fight together – balliamo insieme, lottiamo insieme ბალლიამო ინსიემე, ლოტტიამო ინსიემე;
რა უბნელი ხარ ძმა ? da qualle quartiere vieni fratello ? და კვალე კვარტიერე ვიენი fრატელო ?;
ქალიშვილობის ინსტიტუტი – instituto della virginita ინსტიტუტო დელლა ვირჯინიტა.
ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ – venti percento del mio paese e occupato dalla russia ვენტი პერჩენტო დელ მიო პაეზე ე ოკკუპატო დალლა რუსსია;
არის თუ არა ეს ბილეთი !? Non e un biglietto questo !? ნონ ე უნ ბილიეტტო კვესტო?
კაცო იცი რას ნიშნავს იტალიურად ? sai che cosa significa cazzo in italiano ? საი კე კოზა სინიfიკა კაცცო ინ იტალიანო ?ტოტო კუტუნიო კიდევ რატომ აღარ ჩამოდის? ma perche toto cutugno non viene di piu ? მა პერკე ტოტო კუტუნიო ნონ ვიენე დი პიუ ?“

ხუმრობა იქით იყოს და ათი ათას ქართველს, პირდაპირ ფლორენციაში გულშემატკივრობა ნამდვილად შეგვიძლია. სააგენტო „რედბერის“ დახმარებით, რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორმა აისიმ რაგბის კავშირთან ერთად გადაწყვიტა, რომ 10 ნოემბერს, როცა ყველა ერთად უმღერებს მორაგბეებს ჰიმნს, რესპუბლიკის მოედნიდან პირდაპირ Stadio Artemio Franchi-ზე, ფლორენციაში გაჟღერდეს ის „და ჩვენს ბიჭებს წარმატებისთვის აუცილებელ მუხტს მისცემს“.

„მარკეტერის“ ინფორმაციით, იტალიური მედია აკვირდება დიდი ინტერესით ამ მატჩს და გამოწვევაა, აბა, რამდენი ქართველი გამოვა რესპუბლიკის მოედანზე?! აბა, შეძლებს კი, თბილისი, ხვალ ისევე დაიცალოს, როგორც აღდგომას. ოღონდ, ამჯერად ისე, ყველამ რომ ფლორენციაში ამოყოს თავი?

#გააგონეჰიმნი იტალიაში და ერთად გარდავსახოთ 10 ნოემბერი #გამარჯვებისდღედ!

განხილვა