3
Sep
2019

„ჰინჯი“ კვდება, როცა სიყვარულს იპოვი – კამპანია პარტნიორის შერჩევის აპლიკაციისთვის

3 Sep 2019



პარტნიორის შერჩევის ონლაინ სექტორში არსებული ბრენდები: Bumble, Tinder, Grindr, Match.com, Happn და სხვა, მუდმივად იმის ცდაში არიან, პოზიციონირება ისე შეძლონ, რომ პოტენციურ მომხმარებლებს თვალში მოხვდნენ, მათ გარშემო იხმაურონ და გარანტია მოიპოვონ, რომ მათ აპლიკაციას, მსოფლიოს მასშტაბით, ჩამოტვირთავენ.

მიუხედავად ამ რეალობისა, Hinge-მა გადაწყვიტა, განსხვავებულად მიდგომოდა მომხმარებელთან კომუნიკაციის საკითხს და ახალ კამპანიაში ფოკუსირდა ბრენდის მისიაზე – „უნდა წაიშალოს“.

ამ კამპანიით, „ჰინჯი“ საკუთარ აზრს გამოხატავს ციფრული დამოკიდებულებისადმი და ადამიანებს მოტივაციას აძლევს, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ და აპლიკაცია, რომელმაც მათი ცხოვრება ერთმანეთთან დააკავშირა, რაც შეიძლება მალე წაშალონ.

ცოტა მხატვრულად რომ ვთქვათ, „ჰინჯი“ იმისთვის კვდება, რომ სიყვარული გაპოვნინოს.

კამპანიაზე სააგენტო Red Antler-მა იმუშავა.

განხილვა